14
May
2019

„სოფლის ნობათის“ ახალი პროდუქტი – მაწონი ბაზილიკით და პიტნით

14 May 2019

სოფლის ნობათმა“ ახალი პროდუქტი გამოუშვა – დასალევი მაწონი პიტნის და ბაზილიკის არომატებით. კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში ამბობენ, რომ სავაჭრო ობიექტებში უკვე ხელმისაწვდომია, მისი ფასი კი, კლასიკური დასალევი მაწვნისგან, არ განსხვავდება.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, გვინდოდა, მომხმარებლისთვის ნატურალური, უშაქრო პროდუქტი შეგვეთავაზებინა, რომელსაც, ამავე დროს, გამაგრილებელი ეფექტი ექნებოდა. ასევე, გვსურდა, ჩვენი სიახლე, უკვე არსებული პროდუქციისგან აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო. რაც შეეხება გემოებს, პიტნა შევარჩიეთ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე კარგად ნაცნობი, ბაზილიკი კი შედარებით უცხო პროდუქტი“.

ბაზილიკისა და პიტნის დასალევი მაწონი 290 გრამიანი ბოთლებით იყიდება. შეფუთვის დიზაინი სააგენტო W-FORTE-ს ეკუთნის.

განხილვა