in

როგორ განვავითაროთ პროგრამული უზრუნველოფა, როგორც პროდუქტი?

ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება რთული პროცესია, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ის ბიზნესს ახალი პროდუქტების დანერგვასა და არსებულ პროდუქტებში ცვლილებების უსაფრთხოდ და ეფექტურად შეტანაში ეხმარება. გასაკვირი არ არის, რომ ბიზნესის 75% დამოკიდებული გახდა პროგრამული პროდუქტის შემუშავებაზე, იმის გამო, რომ ეს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, შეამოწმოს პროდუქტის მახასიათებლები და დარწმუნდეს, რომ საბოლოო პროდუქტი აკმაყოფილებს მომხმარებლის დინამიკურ მოთხოვნებს. სისტემური ნაბიჯების სერია უმნიშვნელოვანესია მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნისას.

პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესის უპირატესობები

პროგრამული პროდუქტის შემუშავება არის ნაბიჯების, ინსტრუმენტების, მეთოდებისა და მართვის სტრატეგიების ერთობლიობა, რომლითაც მიიღება საბოლოო პროდუქტი ბაზარზე გამოსატანად. კომპანიის მიზანია უზრუნველყოს მაღალი დონის პროდუქტების შექმნა დასახული ბიუჯეტისა და ვადების ფარგლებში. ამდენად, მნიშვნელოვანია:

ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაცია – პროგრამული პროდუქტის შემუშავება ბიზნესს დაეხმარება მართოს თავისი შიდა ოპერაციები, სტრატეგიები, მოთხოვნები და ოპტიმიზაციის პროცედურები.

კონკურენტუნარიანი უპირატესობა – პროგრამული პროდუქტის შემუშავება საშუალებას აძლევს ბიზნესს შექმნას პროდუქტი უნიკალური მახასიათებლებით და მართოს შიდა პროცესები გამორჩეული იდეების საფუძველზე, რაც კონკურენტულ უპირატესობას მოაპოვებინებს.

მაღალი დონის პერსონალიზაცია – თქვენი კომპანიისთვის პროდუქტის პროგრამული გადაწყვეტის შემუშავება მოიცავს უნიკალურ პროცედურებსა და აქტივობებს, რაც თქვენს კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებებს აკმაყოფილებს.

პროგრამული პროდუქტის განვითარებას კიდევ უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს მოიცავს პროცესის ეფექტურობის ზრდას, პრობლემის ფოკუსირებულად გადაწყვეტას, სწრაფად მოაქვს შედეგები და ა.შ.

პროდუქტის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება მოიცავს:

იდეების გენერირებას, კონცეპტუალიზაციასა და ანალიზს

ყველა ბიზნეს ინიციატივა საჭიროებს კარგ იდეას. ეს იდეა უნდა ეფუძნებოდეს ეფექტურ გათვლებს, რათა საბოლოოდ, სასურველი შედეგი მიიღოთ. ფრთხილად დაგეგმეთ პროექტის მასშტაბი, მიზნები, ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები, რათა გაიგოთ, გაქვთ თუ არა დრო და რესურსები მისი რეალიზაციისთვის. რაც შეეხება პროგრამული პროდუქტის შემუშავებას, პროექტი ყველა შიდა ოპერაციების დეტალურ ანალიზს საჭიროებს. სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, დეველოპერებმა კარგად უნდა გაიგონ პროექტის მიზნები და მოთხოვნები.

პროდუქტის არქიტექტურა

მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით, დეველოპერებს შეუძლიათ შეასრულონ დიზაინ-გეგმა. პროგრამირების საუკეთესო მოდელის შერჩევა დეტალური შემოწმების შემდეგაა შესაძლებელი. პროგრამირების არქიტექტურა ან კონფიგურაცია აპლიკაციის გეგმას გულისხმობს. პროდუქტის არქიტექტურა ქმნის საფუძველს პროგრამული სისტემისთვის საკვანძო ელემენტების, მონაცემთა მოდულების და ჰოსტინგის ქსელის ერთობლიობით. პროდუქტის არქიტექტურის შექმნისას დარწმუნდებით, რომ პროგრამული პროდუქტის შემუშავება მომხმარებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

დიზაინი და განვითარება

დიზაინის ეტაპზე, პროგრამული არქიტექტურა პროექტის კრიტერიუმების მიხედვით იგება. სწორედ აქ ხდება პროდუქტის რეალური კონცეფციის შექმნა. კოდების დაწერა და სამუშაო სოფტში დიზაინის დოკუმენტების ინტეგრირება რთული პროცესია და დიდი დრო სჭირდება. პროგრამული კოდი სწრაფად ერგება პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნილებებსა და სტეიკჰოლდერების საჭიროებებს.

ხარისხის უზრუნველყოფა

ხარვეზები ყოველ ახალ ბიზნეს პროექტს აქვს. მათი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია. თუმცა, ავტორებს მაინც შეუძლიათ ხარვეზების შემცირება. ამის მიღწევა შესაძლებელია წერტილოვანი ტესტირების საშუალებით, სადაც პროფესიონალი ინჟინრები ამოწმებენ პროდუქტს პროგრამირების სხვადასხვა ფაზაში, როგორიცაა მოდულის ტესტირება, პროგრამის ტესტირება, შიდა ტესტირება და ა.შ. ხარისხი არის ნებისმიერი პროგრამული პროდუქტის წარმატების გასაღები. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფა მიეწოდება ინჟინრებს მის დასაყენებლად.

მდგრადი პროდუქტის ინჟინერია

მდგრადობის დონე პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურობას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს. მდგრადობის მიდგომა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელობა, სიმწიფის დონე, საზოგადოება და საჭირო რესურსები.

პროდუქტის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება შესაძლებელი ხდება თანამედროვე მეთოდოლოგიებით, რომელთაგან თითოეული გვთავაზობს სპეციფიკურ უპირატესობებს.

Waterfall – ეს მოდელი მოიცავს თანმიმდევრული ნაბიჯების სერიას: კონცეფცია, დაწყება, ანალიზი, დიზაინი, ფორმირება, ტესტირება, ხარისხის უზრუნველყოფა, განხორციელება და კონტროლი. დეველოპერმა უნდა გადადგას ნაბიჯები სათითაოდ, არაფრის გამოტოვების გარეშე. ეს კონცეფცია წააგავს ჩანჩქერების კასკადს, რაც გახდა Waterfall Model სახელწოდების საფუძველი.

ეჯაილი – ასეთ დროს, პროგრამულ გუნდებს შეუძლიათ გაზარდონ განვითარების სიჩქარე, გააუმჯობესონ თანამშრომლობა და დააჩქარონ ბაზრის ტენდენციებზე რეაგირება. პროდუქტის მეტი მახასიათებელი შეიძლება დაექვემდებაროს დეტალურ ტესტირებას და შემოწმების სხვა ფორმებს.

სქრამი – Scrum არის Agile დეველოპმენტის ძირითადი ელემენტი. ის ეფუძნება ჯვარედინ ფუნქციონალურ გუნდს, რომელსაც თვითორგანიზება შეუძლია. აქ, ყველა დეველოპერს უნდა ჰქონდეს ფუნქცია კონცეფციიდან შესრულების პროცესებამდე.

 

წყარო: digitaladblog

3 გზა წარმატების მისაღწევად

რა არის მომხმარებლის მოგზაურობის რუკა და რითაა მნიშვნელოვანი