“IKEA”-მ მთელი მსოფლიოს ბავშვები საკუთარ სარეკლამო კამპანიაში ჩართო. მართალია, მათი იდეა ახალი არ არის, მაგრამ იმ თემას ეხება, რაზეც დავას არავინ არ დაიწყებს – ბავშვებს.
ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ბავშვების ნახატების გაცოცხლება დაიწყეს და ამ ნახატების მიხედვით სათამაშოების შექმნა. ზუსტად ანალოგიური იდეით გამოვიდა “IKEA” და საბავშვო ნახატებისგან შექმნილი სათამაშოების სერია გამოუშვა. სათამაშოების ესკიზებს მთელი მსოფლიოს ბავშვები ხატავდნენ.
სიახლის ყიდვა უკვე შესაძლებელია და თითო გაყიდული სათამაშოდან ერთი დოლარი “Save the Children”-ს გადაერიცხება.