22
Nov
2019

რობოტი დამლაგებელი, რომელიც სამ საათში, 4500 კვადრატული მეტრს ასუფთავებს

22 Nov 2019

veon
veon


იაპონურმა კომპანია SoftBank Robotics-მა რობოტი დამლაგებელი, სახელად Whiz გამოუშვა. ეს არის ერთგვარი ავტონომიური მტვერსასრუტი, რომელიც ერთ დამუხტვაზე, 3 საათის განმავლობაში მუშაობს და ამ დროში, 4500 კვადრატული მეტრის გასუფთავება შეუძლია. სამუშაოს შესრულების შემდეგ კი ის ანგარიშს გამოგიგზავნით. SoftBank Robotics-სის აზრით, პროდუქტის გამოყენება ოფისებში შეიძლება, ხოლო მისი დაქირავების ფასი, Business Insider-ის თქმით, თვეში 500 დოლარია.

Whiz კომპიუტერულ ხედვას იყენებს, რისი დახმარებითაც, წარმატებით ორიენტირდება ავეჯით გადატვირტულ სივრცეში და თავს არიდებს დაბრკოლებებს. ის 600 სხვადასხვა მარშრუტს იმახსოვრებს. აღსანიშნავია, რომ რობოტი LIDAR-ის ტიპის სენსორებს იყენებს, რომლებიც, ასევე, თვითმართვად მანქანებშია გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ Whiz-ს უკვე იყენებენ იაპონიის და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტში. ჩრთილოეთ ამერიკაში პირველად, აშშ-ში ამ რობოტს ჩრდილოეთ კენტუკის საერთაშორისო აეროპორტში დაასაქმებენ.

განხილვა