IT კომპანია Softprom, სკოლებს, უნივერსიტეტებს, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს, სწრაფად და უსაფრთხოდ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლაში სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარება.
Softprom ლიდერი IT დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურენტულ ბაზარზე ასპარეზობს და დღეს უკვე წარმოდგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში, პარტნიორების რაოდენობა 1000-ს აღემატება, ვენდორების რაოდენობა კი 60-ს.
„ჩვენი მიზანია, გავზარდოთ მომხმარებლების მუშაობის ეფექტურობა მაღალი ხარისხის IT გადაწყვეტილებების, სერვისების მიწოდებისა და დანერგვის გზით. დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თითოეულ ჩვენგანს გვიწევს დისტანციურად მუშაობა, იმისთვის რომ დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. დისტანციური მუშაობით, მიმდინარე გამოწვევების და მომავალი გეგმების გადაწყვეტა „ონლაინ“ რეჟიმში გვიწევს. ამ დროს კი ინტერნეტ უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანმრთელობის დაცვა“.
Softprom-ში ამბობენ, რომ მათი მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანონ თქვენი დანახარჯები და დაგეხმარონ, იყოთ ოპერატიულები და ტექნიკურად გამართულები.
„ჩვენი კომპანია საკმაოდ ეფექტურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და უკვე 5 წელზე მეტია, თანამშრომლების, დაახლოებით, 20% მუშაობს დისტანციურად, სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამან დიდი გამოცდილება და ცოდნა დაგვიგროვა, როგორ შევქმნათ უსაფრთხო დისტანციური სამუშაო სივრცე. სიამოვნებით გაგიზიარებთ გამოცდილებას. დავეხმარებით ნებისმიერ ორგანიზაციებს, მათ შორის საწარმოებსაც“ – განაცხადა Softprom-ის დირექტორმა პაველ ჟდანოვიჩმა.
Softprom-ის მარკეტინგის დირექტორი მარინა კურნიშენკო ამბობს, რომ მათი სპეციალისტები, ნებისმიერ მსურველს, ოპერატიულად და რაც მთავარია, უსასყიდლოდ დაეხმარებიან, მოარგოს შესაბამისი გადაწყვეტილება საკუთარი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
„თუ გსურთ იცოდეთ, როგორ იმუშაოთ ან ისწავლოთ დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად, მოგვწერეთ. ჩვენი სპეციალისტები ოპერატიულად და რაც მთავარია უსასყიდლოდ დაგეხმარებიან მოარგოთ თქვენი შესაბამისი უფასო გადაწყვეტილება თქვენი ორგანიზაციის/სასწავლო დაწესებულების მოთხოვნებს. Softprom-ის გუნდი მუდმივად აკვირდება, შეისწავლის და არჩევს საუკეთესო შემოთავაზებებს“ – განაცხადა Softprom-ის მარკეტინგის დირექტორმა მარინა კურნიშენკომ.
რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ მივაღწევთ ამას?
ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით, ვსწავლობთ, ვიაზრებთ მომხმარებლების მოთხოვნილებებს და ვარჩევთ მსოფლიო აიტი ლიდერების საუკეთესო შემოთავაზებებს, დღეისთვის კი უკვე მზადაა 30-მდე შემოთავაზება. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ვებგვერდს.
ასევე, ავამუშავეთ ექსპერტების ტექნიკური მხარდაჭერისა და კონსულტაციის „ჩატი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ინჟინრები შეძლებენ თქვენს დახმარებას
იყავით ჩვენს გვერდით სოციალურ ქსელებში, „სოფტპრომი“ სისტემატიურად გამართავს ვებინარებს და გამოაქვეყნებს სტატიებს. შემოგვიერთდით და გამოგვიწერეთ: Facebook, LinkedIn, Website.
და მაინც რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველა ერთად ვქმნით მომავალს.
Stay, Work, Learn at home with Softprom — your IT Friend
[R]