სოჰოს საერთაშორისო კინოფესტივალის პოპულარიზაციისთვის, კრეატიულმა სააგენტო Gigil NYC-მა მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი გადაიღო, რომელიც ცოტათი უჩვეულო ვიზუალურ ნარატივზეა დაფუძნებული. სიუჟეტი ერთი ქალის მარტივ მოცემულობას მიჰყვება — კინოთეატრში ყოფნისას მისი გრძნობები ერთმანეთში ირევა. შინაგანი მდგომარეობა კი ფიზიკურზე ძალიან უცნაურად აისახება: ცრემლები პირიდან მოდის, შიშისგან ცხვირზე იფარებს ხელებს, თვალებიდან კი იცინის.
„კრეატიულმა სააგენტომ ნამდვილად ზუსტად აღიქვა ჩვენი კინოფესტივალის არსი და ის მიმართულება, რომელიც გვაქვს. მისი შემოქმედებითი ხედვა იდეალურად ერგება ჩვენს კონცეფციას და ხედვას, შერეული ჟანრის ფილმები გავაერთიანოთ“, — ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი ხორხე ბალოსი.