in

ეს სოკოები პლასტმასის ნარჩენებს 140 დღეში შლის!

გარემოს დაბინძურების საკითხები დღეს რომ ყველას გვადარდებს, ბუნებრივი ამბავია. სწორედ ამიტომ, ამ კუთხით მეცნიერებიც საკმაოდ ბევრს მუშაობენ და საიმედო აღმოჩენებსაც გვთავაზობენ… მსოფლიოში პლასტმასის დაბინძურების ერთი მესამედი პოლიპროპელენს ეკუთვნის — პლასტმასა, რომელიც ბოთლების სახურავებისა და საკვები კონტეინერების დასამზადებლად გამოიყენება. მას ასობით წელი სჭირდება დაშლისთვის. თუმცა მეცნიერების ახალმა აღმოჩენამ ეს რეალობა შეიძლება შეცვალოს — ნიადაგში სოკოს ორი სახეობა იპოვეს, რომლებსაც პოლიპროპელენის ლაბორატორიული ნიმუშების დაშლა სულ რაღაც 140 დღეში შეუძლია! 

M2
M2

საუბარია Aspergillus terreus-სა და Engyodontium album-ზე. კონკრეტულად კი, სოკოებმა ნიმუშის 25-27%-ის დაშლა 90 დღეში, ხოლო სრულად დაშლა 140 დღეში მოახერხა. სიდნეის უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინრის ალი აბბასის თქმით, ეს დაშლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ოდესმე ლიტერატურაში დაფიქსირებულა.

ქვემოთ მოცემულ სურათზე კი კარგად ჩანს, თუ რა შედეგს გვთავაზობს სოკოები:

მეტიც, ბოლოდროინდელ კვლევებში გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ სოკოებმა ისეთი სამუდამო ნაერთის განადგურებაც კი შეიძლება მოახერხოს, როგორიცაა მაგალითად PFAS…

კონკრეტული მეთოდი კი ე. წ. პრემკურნალობის ეტაპს მოითხოვს, რაც იმეორებს იმ გარემო პირობებს, რომლებიც აუცილებელია სოკოსთვის, რათა დაშლის პროცესი მეტად ეფექტური გახდეს. როგორც ამბობენ, ამ მეთოდის მასშტაბირება ნებისმიერი ფერმენტაციის პროცესზეა შესაძლებელი… ახლა კი მკვლევრებისთვის შემდეგი ეტაპი პროცესის აჩქარებაზე მუშაობაა და ეკონომიკური თუ გარემოს გავლენის შეფასება კომერციული მასშტაბების შესაფასებლად.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტმა” რესტორან ბრასერის კონცეფცია და დიზაინი სრულად განაახლა

როგორ გამოიყურება დედამიწის მოსახლეობის ვიზუალიზაცია