მხატვარმა, ჯილ ბლისმა ბოლო რამდენიმე წელი სალიშის ზღვის არქიპელაგის, სან-ხუანის პატარა კუნძულზე გაატარა, სადაც ის სოკოებს აკვირდებოდა. თუ სადმე უხვმარაგიან ადგილს წააწყდებოდა, ის რამდენიმე ძირს იღებდა მიწიდან და ქუდებით ქვემოთ, კომპოზიციურად აწყობდა, რათა დაკვირვებოდა მათ მრავალფეროვნებას.
ლავანდისფერი და ღია სტაფილოსფერი სქელი ფენები თითოეულ ნამუშევარს ტექსტურასა და სიღრმეს ჰმატებს, ხოლო გვიმრებით, ბრტყელი ქვებითა და სხვა ბუნებრივი კომპონენტებით გაფორმება დროებით კონსტრუქციებს ქმნის, რომელსაც ფოტოხელოვანი სურათებს უღებს და შემდეგ ტოვებს ადგილზე.
Bliss-ის ფერადი, კოდირებული პრინტები, სტიკერები და ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ მის საიტსა და ინსტაგრამზე