3
Jun
2019

ინტერნეტში 1900 წელს გადაღებული მზის დაბნელების ვიდეო გავრცელდა

3 Jun 2019

მზის დაბნელების ამსახველი პირველი ვიდეოს ნახვა იუთუბზე შეიძლება. ვიდეო ერთ წუთსა და 8 წამს გრძელდება და მთლიანად აღწერს 1900 წლის 28 მაისს მომხდარ მზის დაბნელებას. ასტრონომიული ფენომენის პირველი ჩანაწერი ჩრდილოეთ კაროლინადან, ბრიტანეთის ასტრონომიულ ასოციაციის ექსპედიციისას, ნევილ მასკელაინმა გადაიღო. ეს მან ტელესკოპისა და კამერის დახმარებით მოახერხა.

გამოქვეყნებამდე, ვიდეო Royal Astronomical Society-ში ინახებოდა. საზოგადოების განცხადებით, ჩანაწერი არის მასკელაინის მეორე მცდელობის შედეგი – გადაეღო მზის დაბნელება. პირველად მან ეს ინდოეთში, 1898 წელს სცადა, თუმცა, ჩანაწერი მგზავრობისას დაზიანდა. მასკელაინმა მოვლენის დასაფიქსირებლად ტელესკოპის ადაპტერი შექმნა. ხოლო წელს, საქველმოქმედო ორგანიზაცია BFI-იმ ვიდეოს ფრაგმენტი 4K ხარისხამდე მიიყვანა, იუთუბზე კი მისი ნახვა 720p რეზოლუციითაა შესაძლებელი.

განხილვა