in

ამ სისტემით მზის ენერგიის შენახვას 18 წელი შეძლებთ

შესაძლოა, იგი ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროდაც იქცეს

კვლევითმა ჯგუფმა ენერგეტიკული სისტემა შეიმუშავა, რომელსაც მზის ენერგიის შენახვა თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე შეუძლია. მის გამოყენებას საჭიროებისამებრ შეძლებთ, ამას კი, როგორც ამბობენ, ელექტროენერგიის წარმოების ახალ საფეხურზე ავყავართ.

M2
M2

ეს მზის ენერგიისგან ელექტროენერგიის მიღების რადიკალურად ახალი გზაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამინდის, დროის, სეზონისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ელექტროენერგიის გამომუშავებას შევძლებთ. ეს დახურული სისტემაა, რომელსაც მუშაობა ნახშირორჟანგის გამოყოფის გარეშეც შეუძლია, — განმარტავს კასპერ მოთ-პულსენი, კვლევის წამყვანი ავტორი.

სისტემა  კომპაქტურ თერმოელექტრო გენერატორთან მიამაგრეს, რითაც შენახული მზის ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნა. მარტივად რომ ვთქვათ, განვითარებადი ტექნოლოგია სპეციალურად შექმნილ მოლეკულაზეა დაფუძნებული, რომელიც მზის შუქთან შეხებისას ფორმას იცვლის. სხვაგვარად კი ცნობილია, როგორც მოლეკულური მზის თერმული ენერგიის შენახვის სისტემა (MOST).

ჯერჯერობით მხოლოდ მცირე რაოდენობის ელექტროენერგია მივიღეთ, მაგრამ ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ კონცეფცია ნამდვილად მუშაობს და იგი კარგ მომავალსაც გვპირდება, — ამბობს მკვლევარი ჟიჰანგ ვანგი.

მისივე თქმით, გენერატორი ულტრა თხელი ჩიპია, რომლის მოთავსებაც მომავალში ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის ყურსასმენებში, ჭკვიან საათებსა და სმარტფონებში შეიძლება.

ახლა კი მკვლევრები ამ სისტემის კიდევ უფრო გამარტივებაზე მუშაობენ, რათა მომავალში მისი მასობრივად დანერგვა და ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროდ ქცევა შეძლონ.

Nike-ისა და ბილი აილიშის კოლექცია ვირუსული ხდება

ორქიდეა, რომელიც გადაშენებული ეგონათ, ხელახლა აღმოაჩინეს