13
აპრ
2018

მზის სისტემის ინსტალაცია მზიურის პარკში და „სხვა თვალით დანახული დედამიწა“

13 აპრ 2018

31 მარტს, კრეატიულმა სააგენტომ Windfor’s, National Geographic-ის ახალი სერიალის One Strange Rock პრეზენტაციისთვის, „მზიურის“ ამფითეატრში მზის სისტემის ინსტალაცია და შემეცნებითი საღამო მოაწყო – გაიმართა პროფესორ ზაზა ოსმანოვის საჯარო ლექცია „სხვა თვალით დანახული დედამიწა“. One Strange Rock – ეს არის ამბავი დედამიწის შესახებ, რომელიც ცნობილი რეჟისორის, დარენ არონოფსკის მიერ არის გადაღებული. სერიალში ცნობილი ასტრონავტი გვიამბობს საკუთარი თვალით, სულ სხვა კუთხიდან დანახულ დედამიწაზე. სერიალის წამყვანი კი ცნობილი მსახიობი ვილ სმიტია.

BOG name
Bog name mob

„National Geographic-ისა და Silknet-ის საერთო პროექტის ფარგლებში, ჩვენს დავალებას სწორედ ამ არაჩვეულებრივი ამბის პრომოუშენი და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა. სულ მცირე მონაკვეთების ნახვაც საკმარისი აღმოჩნდა ჩვენთვის მის შესაყვარებლად, ასე რომ, გადავწყვიტეთ ისეთი კონცეფციის მოფიქრება, რომელიც მაყურებელს ინტერესს აღუძრავდა და  ცოტა ხნით ამოგზაურებდა იმ საოცარ სამყაროში, სადაც გადაცემის მთხრობელები აღმოჩნდნენ“, – გვითხრა პროექტის ექაუნთ მენეჯერმა მარიამ გოგოძემ.


სერიალის ყურება ყოველ კვირას, 19:00-ზე, Silk TV-ზე, National Geographic-ის არხზეა შესაძლებელი. როგორი იყო მზიურში მზის სისტემის ინსტალაციის განთავსებასა და პროექტის ორგანიზებასთან დაკავშირებული გამოწვევბი – ამ საკითხებზე პროექტის ექაუნთ მენეჯერს, მარიამ გოგოძეს ვესაუბრეთ:

M: როგორი იყო კამპანიაზე მუშაობის პროცესი და სპეციფიკა?
კამპანიაზე ფიქრის პროცესი არც ისე მარტივი გამოწვევა იყო – წარმოიდგინეთ, ჩვენი მთავარი გმირი არის დედამიწა – უამრავი საინტერესო ამბით, ისტორიითა და ამოუცნობი ფაქტებით. საბოლოოდ, გადავყვიტეთ, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად „ხელშესახები“ და დაუვიწყარი სანახაობა მოგვეწყვო. სწორედ ეს სანახაობა იყო დიდი გამოწვევა მხატვრებისთვის – მცირე დროში უნდა გაგვეკეთებინა პლანეტები და აგვეშენებინა „მზე“. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ მზიურის ამფითეატრი მზის სისტემას გამოსახავდა, ამიტომ, ლოკაციად სწორედ ჩვენი საყვარელი მზიური ავიღეთ. დიდი ძალისხმევის შედეგად, მართლაც მივაღწიეთ საოცარ შედეგს – შევქმენით მანათობელი პლანეტები, ავაწყვეთ მზის კონსტრუქცია და  შედეგმაც არ დააყოვნა. მოსულ სტუმრებისგან ძალიან დიდი პოზიტივი წამოვიდა, შექმნილ გარემოს გულგრილი არავინ დაუტოვებია, სულ მალე კი, ბატონი ზაზას საინტერესო ნაამბობმა მიიქცია მათი ყურადღება. ლექციის ბოლოს გაიმართა სერიალის პირველი ეპიზოდის კინოჩვენება.

M: რა იყო კამპანიის სტრატეგიული მიმართულება და როგორ შეირჩა შემეცნებითი ლექციის თემად „სხვა თვალით დანახული დედამიწა“?
There is no place like home – ეს იყო კამპანიის სტრატეგიული მიმართულება. რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს დედამიწა სხვა გალაქტიკის მკვიდრთათვის? მარტო ვართ თუ არა სამყაროში? რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენს სახლს? ალბათ ყველა ჩვენგანს გაგვჩენია ეს კითხვები. გადავწვიტეთ ისეთი ადამიანისთვის მიგვემართა, ვინც საინტერესო ლექციის სახით პასუხს გაგვცემდა ამ კითხვებზე და შემეცნებითი საღამოს გამართვაში დაგვეხმარებოდა. ცოტა სირთულესაც კი გადავაწყდით ლექტორის ძიების პროცესში, საბოლოოდ ბატონი ზაზა ოსმანოვი – თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ავარჩიეთ, რომელმაც ძალიან საინტერესო ლექცია შემოგვთავაზა – „სხვა თვალით დანახული დედამიწა“.

CREDITS:

Client: National Georgraphic/Silk TV

Agency: WINDFOR’S

Executive Creative Directors: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili

Senior Copywriter: irina Sakvarelidze

Copywriter: Lasha Babuadze

Art Director: Teona Shelia

Client Service Director: Tamar Tsintsadze

Account Manager: Mariam Gogodze

Graphic Designer: Davit Chanadiri

Producers: Anna Khazaradze, Nino Chichua

Camera Operators: Levan Maisuradze, Oto Gelashvili

Production Design: Giorgi Gordzamashvili, Merab Makhoshvili, Mikheil Psuturi, Temur Ashadze, Vakho Janashia

Sound: Levan Batirashvili, Nino Tevdorashvili

Lighting Company: Sound Group

Production and Post Production Manager: Natia Nikoleishvili

Editing: Goga Tsikolia

CG: Levan Medoshvili

Sound: Paata “Godfather” Godziashvili

განხილვა