in

Solar Orbiter-მა მზის ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოები გადაიღო!

74 მილიონი კილომეტრი რაღაცის გამოსაკვლევად საკმაოდ დიდ მანძილად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ასე არ ხდება მზის შემთხვევაში… ESA/NASA Solar Orbiter სწორედ ამ დისტანციაზე იმყოფებოდა, როცა სურათები გადაიღო. თანაც ყველაზე მაღალი რეზოლუციის მქონე მათ შორის, რაც მზისთვის აქამდე გადაუღიათ. 

M2
M2

ორბიტერი მზის შესასწავლად 2020 წელს გაუშვეს და მრავალი მიზანი დაუსახეს — მზის ქარების უკან არსებულ მექანიზმზე, მაგნიტური ველების კომპლექსურ დინამიკასა და მზის ამოფრქვევებზე უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის ინფორმაციები. მისიის გრძელ მიზნებს შორის მზის ზედაპირის მაღალი ხარისხის სურათებიც გახლავთ. ამიტომაც, კოსმოსურ ხომალდს განსხვავებულ ტალღის სიგრძეებზე აქვს დამაგრებული სურათების გადასაღები მოწყობილობები. ეს საშუალებას აძლევს მას, მზის ფენებს შორის ჩაიხედოს და მათ შორის არსებული ურთიერთობაც გამოავლინოს.

ახლა მთავარ ამბავზე გადავიდეთ — ESA-მ მზის 4 ახალი სურათი გამოაქვეყნა, ხილული სინათლის, მაგნიტურ, პლაზმისა და UV-ის სპექტრში. ეს კადრები Polarimetric and Helioseismic Imager-ისა (PHI-German contribution) და Extreme Ultraviolet Imager-ის (EUI-Belgian contribution) ინსტრუმენტებმა 2023 წლის მარტში დააფიქსირეს. თითოეული კი 25 სურათის ერთობლიობაა, რომლებიც ერთ დღეს არის გადაღებული. 

მზის მაგნიტური ველი საკვანძო საკითხია ჩვენი ვარსკვლავის დინამიკური ბუნების გასაგებად, როგორც მცირე, ისე ფართო მასშტაბზე. ეს ახალი, მაღალი რეზოლუციის რუკები, რომლებიც Solar Orbiter-ის PHI ინსტრუმენტიდან მივიღეთ, მზის ზედაპირის მაგნიტური ველის სილამაზეს აჩვენებს…, — აცხადებს დანიელ მიულერი, მეცნიერი.

საინტერესოა, რომ Solar Orbiter-ის PHI ინსტრუმენტი ასახავს, როგორ მოძრაობს პლაზმა მზის ზედაპირზე: სურათზე ასახული ლურჯი რეგიონები ორბიტერისკენ სვლას აღნიშნავს, ხოლო წითელი, პირიქით:

მზის ულტრაიისფერი სურათი კი, რომელიც ორბიტერმა ამჯერად EUI ინსტრუმენტით შემოგვთავაზა, ვიზუალურად ყველაზე შთამბეჭდავია. გვაჩვენებს, რა ხდება ფოტოსფეროში, როცა პლაზმა ზედმეტად ცხელდება…


აღსანიშნავია, რომ აქამდე Solar Orbiter-მა მზე ყველაზე ახლო ხედით გადაიღო, შემდეგ კი უპრეცედენტო დეტალებიც ასახა, რომლის ნახვასაც ამ ბმულზე შეძლებთ. 

Kettari News – ფონდი „კეტარის” მედიაპროექტი კრეატიული ინდუსტრიების მხარდასაჭერად

ხედვიდან რეალობამდე – „პოლიპრომის” წარმატების ამბავი