in ,

ნახეთ: “საოჯახო პორტრეტი” – ვენერა, დედამიწა და მარსი ვარსკვლავების მსგავსად ბრწყინავენ

ინსპირაციული ფოტო ხომალდმა Solar Orbiter-მა გადაიღო

სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რამდენად მრავალფეროვანია ადამიანის შემოქმედებითობა. ამის ერთ-ერთ ნათელი მაგალითი მზის სისტემაში მოგზაური კოსმოსური ხომალდის მიერ გადაღებული ფოტოსურათ, ე.წ. “საოჯახო პორტრეტია”, სადაც ვენერა, დედამიწა და მარსი ვარსკვლავების მსგავსად ბრწყინავენ.

Solar Orbiter 2020 წლის თებერვალში გაეშვა და რამდენჯერმე პლანეტა ვენერას გასწვრივ ჩაუარა, მისი გრავიტაციის ძალის დახმარებით საკუთარი სიჩქარის გასაზრდელად. 2021 წელს კი ის პლანეტარული სივრცის გარეთ  გაემართება, რათა მზის პოლარულ რეგიონებს “მოავლოს თვალი”. მანამდე კი ხომალდი დაკვირვებებს აწარმოებს და მონაცემები შესაძლოა, გამოყენებულ იქნას პლანეტების, მზის ქარის, კოსმოსური ამინდის სამეცნიერო ანალიზისთვის.

აქვე გავიხსენოთ კარლ საგანის სიტყვები, 1994 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, “მკრთალი ლურჯი წერტილი”, სადაც ვოიაჟერ 1-ის მიერ გადაღებული ფოტოა მოცემული.

“კიდევ ერთხელ შეხედეთ ამ წერტილს. აი აქ. ეს არის სახლი. ეს ჩვენ ვართ. აქ არის ყველა, ვინც გიყვართ, ყველა, ვისაც იცნობთ, ვის შესახებაც ოდესმე რაიმე გსმენიათ, ყველა ადამიანი, ვისაც ოდესმე უარსებია და ცხოვრობდა საკუთარი ცხოვრებით” – წერს საგანი.

მოუსმინეთ Kordz & DRO-ს სადებიუტო EP-ს “Shish Kebab Requiem”

რა არის ახალი? – „სილქნეტი“ ავტომატურად განახლებადი, „კოსმო“ პაკეტების შეთავაზებას იწყებს