in

Solar Veloroute – ველო ბილიკი დასამუხტი სადგურებით, როგორც მდგრადი ქალაქის ინფრასტრუქტურა!

იდეაზე არქიტექტორმა პიტერ კუზიამ იმუშავა

აშკარაა, რომ თანდათან მდგრადი ცხოვრების სტილისკენ მივდივართ და ქალაქის ინფრასტრუქტურაც სწრაფად იცვლება. ქუჩის კუთხეებში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და ჭკვიანი სკამები, რომლებიც Wi-Fi-ის სიხშირის მისაღებად მზის ენერგიას იყენებს, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ახლა კი, არქიტექტორმა პიტერ კუზიამ ტიპური ველო ბილიკი მდგრადი განვითარების გზის სახით გარდაქმნა.

როგორც ვხედავთ, ველოსიპედის გზები, ასევე ცნობილი, როგორც Veloroutes, ეტაპობრივად ქალაქის მთავარ ნაწილად იქცევა, როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით გადაადგილებისთვის.ამ დიდმა მოთხოვნამ დიზაინერებსა და ქალაქის ოფიციალურ წარმომადგენლებს ველო ბილიკების გარდაქმნისკენ უბიძგა.

კუზიამ კი შექმნა Solar Veloroute, რომელიც ფოტოვოლტალურ გვირაბის სტრუქტურას მოიცავს. როგორც ჩანს, ახალი გადაწყვეტის დახმარებით, მგზავრებს შეეძლებათ, ღამით განათებული ბილიკებით ისარგებლონ და დასამუხტი სადგურები ელექტრო ველოსიპედებისა თუ სმარტფონებისთვის გამოიყენონ. Solar Veloroute წარმოადგენს ნაწილობრივ დახურულ, მომრგვალებულ თაღს, რომელიც აშენებულია არარეფლექციური მინის მზის პანელებისა და მრგვალი ფოლადის ზამბარებისგან.

აღსანიშნავია, რომ ზედმეტი ენერგია, რომელსაც Solar Velorout დღის განმავლობაში აგროვებს, შესაძლოა, განაწილდეს და გამოყენებულ იქნას დამატებითი მომსახურებისთვის.

მიუნხენის „ბაიერნი“ – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს მთლიანად გააციფრულებს

„IDS ბორჯომი“ „ონლაინ“ გაყიდვების საკუთარ პლატფორმას ააქტიურებს