ღვინის ეტიკეტზე ბევრჯერ გვისაუბრია, ხან მითოლოგიური თქმულებებისგან შექმნეს, ხან ღვინის ფსკერზე დააძველეს და ხანაც ჯამბაზის მსგავსი წითელი ცხვირები დააბნიეს, თუმცა Solaris & Riesling მაინც ახერხებს მათ შორის განსხვავებული ადგილის დაკავებას. გაზაფხულს კი ახლახან დავემშვიდობეთ, მაგრამ, მოდით, მაინც ვნახოთ, როგორ მოახერხა ბრენდმა ეს უკანასკნელი ისე, რომ არც რაიმე უსაზღვროდ შემოქმედებითი ან ინოვაციური შემოეთავაზებინა. როგორც ვიგებთ, თანხებშიც კი შეზღუდულები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გაზაფხულის ღვინო ჩვენთვის მარტივი ილუსტრაციით გაეცნოთ.
აი, ასეთ ილუსტრაციებს კი ღვინის ეტიკეტებზე ნამდვილად არ ვართ შეჩვეული. თუ ძირითადად მდიდრული შავი, წითელი და ოქროსფერი ტონები გვხვდება, აქ წითელ, ყვითელ, ცისფერ და სხვა მრავალ ფერსა თუ ფორმას ვხვდებით. ორგანული შეგრძნების მისაღებად ქაღალდიც სრულად ბამბისგან დაამზადეს. ასე კი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ღვინის ეტიკეტს მისი შინაარსი, სიმსუბუქე და გაზაფხულის არსიც აესახა, რაც ქვემოთ უკვე თავად შეგიძლიათ, ნახოთ: