in

20 წლის შემდეგ პირველად — სოლიკო ვირსალაძის გამოფენა ეროვნულ გალერეაში

გამოფენა 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება


მიმდინარე წლის 14 იანვარს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და სოლიკო ვირსალაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით, სოლიკოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა. საგულისხმოა, რომ გახსნითი ღონისძიება მხატვრის 113 წლისთავს ემთხვევა.

აღნიშნული გამოფენა მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი სახით ხილვა აქ შეუძლია მნახველს. კერძოდ, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი მხატვრის და სცენოგრაფის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები. ასევე, კინო-თეატრის, მუზეუმისა და სუხიშვილების არქივის საკუთრებაში არსებული კოსტიუმები.

ქართველ ხელოვანთა შორის მართლაც უამრავი გენიოსი მოღვაწეობდა… თუმცა, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანის შემოქმედება ნაკლებ შესამჩნევი ხდება. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ ჩატარდა. მსგავსი ინიციატივები კი, როგორიცაა “წარსულის არტისტების” აქ, ჩვენს რეალობაში გაცოცხლება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ხელოვნებისა და კულტურის მუდმივობაში.

“ხშირად ისეთი ულამაზესი ესკიზები დაუჭმუჭნია და გადაუგდია, გული გაგისკდებოდა. ცხადია, მან იცოდა, რას აკეთებდა. იგი იყო აბსოლუტურად უკომპრომისო საქმესა და მოქალაქეობრივ ეთიკაში, ქართველობაში. ამასთან, იგი გახლდათ ფართო ესთეტიკური ცოდნის მქონე ხელოვანი. აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, თანამედროვეობა თუ ისტორია, ლიტერატურა, კინოც კი, ეს ყველაფერი მას სიღრმისეულად ჰქონდა ათვისებული და გათავისებული. და მაინც, მისი ნიჭი თავისი ფესვებით ქართულ სამყაროშია და ქართული კულტურიდან მოდიოდა”, — წერს ხელოვნებათმცოდნე გიორგი ხოშტარია სოლიკო ვირსალაძის შესახებ.

და მაინც, რატომ შეჩერდა არჩევანი სოლიკო ვირსალაძეზე? ამ კითხვაზე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ეთერ ირემაძე გვპასუხობს: ამისათვის არაერთი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედების დიაპაზონი კი გამორჩეულად ფართოა — როგორც სპექტაკლების და მსოფლიო თეატრების საბალეტო დადგმებისთვის, ასევე ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის შექმნილი ნამუშევრებით”. 


PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი Khvede!

შეცვალე სავალი ნაწილები უსასრულო გარანტიით – თეგეტას უპრეცედენტო შეთავაზება