SOLO, მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ მორგებული საბანკო სერვისი და ისიამოვნონ სპეციალურად მათთვის შექმნილი კომფორტული გარემოთი.
სწორედ ამ მიზნით, 2015 წელს SOLO ლაუნჯებში შეიქმნა SOLO ბუტიკი – სივრცე, რომელიც SOLO მომხმარებლებს შერჩეული ბრენდების პროდუქციას ექსკლუზიურ ფასად სთავაზობს.
„SOLO ბუტიკის კონცეფცია მარტივია – საქართველოს მასშტაბით SOLO-ში წარმოდგენილი საერთაშორისო ექსკლუზიური ბრენდების პროდუქტების შეძენა მხოლოდ აქ, მხოლოდ სოლო მომხმარებლებს შეუძლიათ და ისიც, განსაკუთრებულ ფასად“, – გვიყვება SOLO ბუტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინო ასათიანი.
SOLO ბუტიკებში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს მსოფლიოს წამყვანი და გამორჩეული ბრენდები – MoMA Design store, Crash Baggage, Senz, Philipe V, Gaggia და სხვა ბრენდები, რომლებიც ექსკლუზიურად SOLO ბუტიკშია ხელმისაწვდომი.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, SOLO-ს გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის ჯადოსნური განწყობა შეექმნა და საჩუქრების შერჩევის პროცესი გაემარტივებინა.
როგორც ნინო აღნიშნავს, SOLO ბუტიკში ხელმისაწვდომია MoMA design store-ის საახალწლო აქსესუარები, საერთაშორისო ბრენდების საშობაო დეკორაციები და VISA -სთან ტრადიციული საახალწლო პროექტის ფარგლებში შექმნილი 7 DAY ADVENT CALENDAR, რომელიც 7 ჯადოსნურ ყუთს მოიცავს სხვადასხვა აქსესუარით.
ასევე, ექსკლუზიურად SOLO ბუტიკში ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის შამპანური „CHAMPAGNE GEOFFROY”, სხვადასხვა ექსკლუზიური ალკოჰოლური ბრენდების პროდუქცია და სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის შექმნილი კონიაკი „REMY LANDIER XO“. ბუტიკებში ასევე წარმოდგენილია გამორჩეული დიზაინის იტალიური ბრენდი CRASH BAGGAGE, რომელიც უკვე 2 წელია, მომხმარებლების ფავორიტია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
SOLO მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, SOLO ბუტიკის 11 ფილიალში აქვთ შესაძლებლობა, წელიწადში რამდენჯერმე ისარგებლონ მხოლოდ მათთვის არსებული, ექსკლუზიური შეთავაზებით.
„2023 წელს ბუტიკში 10 ახალი ბრენდი დაემატა და ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება ბუტიკის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნავს ნინო ასათიანი.
[პარტნიორის კონტენტი]