in

კომპანია „რადარი“ — განსხვავებული ხედვა სასტუმრო ინდუსტრიაში და მისი გრანდიოზული პროექტი „სოლო გრანდ ბოშური“ (ველნეს კურორტი)

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ბაზარზე უამრავი სასტუმროა, ინდუსტრია ყოველდღე იზრდება, თუმცა საჭიროებებზე და პროფესიონალურ ნაბიჯებზე ძალიან მცირედ საუბრობენ ექსპერტები.

ჩვენთვის საინტერესო გახდა, განსხვავებული ხედვებითა და გულწრფელობაზე, პროფესიონალიზმზე აგებული, ახალი კომპანიის, „რადარის“ სტრატეგია, მისია, რაზეც დეტალურად კომპანიის დამფუძნებელს, ქალბატონ მაია მახათაძეს გავესაუბრეთ.

M: მოდით, ტრადიციულად, საწყისებზე დავფიქრდეთ და ვისაუბროთ, როდის ან რა საკითხების გადაჭრის მიზნით გადაწყვიტეთ „რადარის“ დაფუძნება?

2023 წლის თებერვლიდან ჩამოვაყალიბე სივრცე, სადაც ხდება სასტუმროების რეალური საჭიროებების შეფასება, მათ არსებულ მდგომარეობასთან თანხვედრა, გულწრფელი და რეალისტური აუდიტი, განსხვავებული იდეების მიწოდება, რებრენდინგი თუ ახალ სტრატეგიებზე მუშაობა, ინფორმაციის დამუშავება და მისი გაზიარება საჭიროებისამებრ, როგორც ბიზნესის მფლობელებთან, ისე მმართველ რგოლებთან, რათა ადამიანებმა მეტ წარმატებას მიაღწიონ და სწორად განსაზღვრონ საქმედო სტრატეგია.

რადარის სივრცე სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ ერთნაირი კლასისა თუ კონცეფციის სასტუმროებს მივცეთ საშუალება, სწორი ანალიზი გააკეთონ, გამოჩნდნენ რადარის სივრცეში და ერთობლივად შევაფასოთ საქართველოს ბაზარზე არსებული მდგომარეობა და სამომავლო საჭიროებები.

რას ნიშნავს „რადარის სივრცეში გამოჩენა“ უფრო კონკრეტულად, ამ პროექტის შესახებ შემოდგომაზე მოვუყვებით საზოგადოებას და ტურიზმში მომუშავე პროფესიონალებს.

M: უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, კერძოდ რას აკეთებს „რადარი“ სასტუმროებისთვის, რა შედის მის მოვალეობებში?

– სასტუმროსთვის თუ ახალი პროექტისათვის კონცეფციის შექმნიდან მისი გახსნის ეტაპამდე

– არსებული საქმიანობის შეფასებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას

– საკადრო რესურსების გადამზადებას, კონკრეტული საჭიროებისათვის

– განსხვავებულ კონცეფციაზე მუშაობას, რებრენდინგს და კიდევ მრავალ მომსახურებას, რაც ინდივიდუალურად იქმნება თითოეული სასტუმროსთვის.

M: ვისაუბროთ მასშტაბურ პროექტზე, რომელსაც მალე საზოგადოება სოლო გრანდ ბოშურის სახელით გაიცნობს…

სასტუმრო სოლო გრანდის ისტორია იწყება იქ, სადაც ადგილობრივმა ოჯახმა გადაწყვიტა აეშენებინა სასტუმრო კომპლექსი საგვარეულო მიწაზე; იქ, სადაც მათმა ბავშვობამ და საუკეთესო წლებმა გაიარა. მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ თავიანთი კუთხის სიყვარული მთელი საქართველოსთვის და ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორებისთვის გაეზიარებინათ, რამაც სასტუმროს ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილებამდე მიიყვანათ. ხეობაში პირველად იჭრება ტურისტული მარშრუტი. იხსნება ახალი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც თავის გარშემო 12 კმ.-ის რადიუსში 6 ახალ საფეხმავლო და საავტომობილო ლოკაციას ინიშნავს. თავად სასტუმრო ჩადგმულია უზარმაზარი ტყის მასივში, საიდანაც ორი მთიდან წამოსული ჰაერის მასები ერთმანეთში გადადის და ყველაზე ჯანსაღ გარემოს ქმნის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასტუმროში დასაქმებულების სრული 100% ადგილობრივი მოსახლეა, რომელთაგანაც ზოგიერთი მათგანი დედაქალაქიდან საკუთარ სახლებს დაუბრუნდა.

სასტუმრო უმასპინძლებს როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ დამსვენებლებს. უნიკალური კონცეფცია და ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე დაიგეგმოს ულამაზესი ღონისძიებები, ოფიციალური და არაოფიციალური მიღებები.

დამსვენებლებს ექნებათ საშუალება, დააგემოვნონ ავთენტური — ადგილობრივი კერძები, რომლებიც მხოლოდ ნატურალური ქართული პროდუქტისგან იქნება მომზადებული.

სასტუმროს ინფრასტრუქტურა სრულიად ორიენტირებულია ადამიანების გაჯანსაღებაზე, მათ კომფორტზე და განსხვავებულ დეტალებზე, რაც უშუალოდ ველნეს კონცეფციას ეხება.

M: იდეა შთამბეჭდავია, მაგრამ რითაა გამორჩეული კონკრეტულად სოფელი ქვემო ბოშური?

ვფიქრობ, მის მნიშვნელობას გეოგრაფიული და ისტორიული ფაქტორები განსაზღვრავს — ბოშური მდიდარია ნაძვნარით, ზაფხულობით გრილა და იგი მართებულად ითვლება სააგარაკო
ადგილად. აქ არსებული საკულტო ნაგებობიდან აღსანიშნავია: მშრალი ხევის ან საყდრის ხევის „ღვთისმშობელი“. ტაძარი ქვითკირით არის აგებული IX-X საუკუნეებში, ერთნავიანია. იგი გადახურულია ქვაფიქალით. აღმოსავლეთის მხარეზე აქვს გამოქანდაკებული ყოჩის თავი კისერზე ჯაჭვით.

ისტორიული ცნობების თანახმად, სოფელში ბოშები ქსნის ხეობიდან გადმოსულან, რომელთა სასაუბრო ენაც ბოშური ყოფილა. მათ მალევე დაუტოვებიათ ხეობა, თუმცა სოფელს სახელი ბოშური მას შემდეგ შემორჩა, რომელიც იყოფა ზემო და ქვემო ბოშურად. სოფელი მდიდარია ნაძვისა და ფიჭვის ტყეებით — ამიტომაც, ზაფხულში საკმაოდ გრილა.

კომპანია რადარის თაოსნობით, შეიქმნა დამსვენებლებისათვის და ვიზიტორებისათვის ღირებული, ორენოვანი საინფორმაციო რუკა. ტურისტული გზამკვლევი სრულიად ასახავს სასტუმრო „სოლო გრანდ ბოშურის“ გარშემო არსებულ ღირსშესანიშნაობებს, მათთან მისასვლელ მარშრუტებს (საფეხმავლო თუ სამანქანო გზით), გასათვალისწინებელ დეტალებს და უცხოელებისათვის საინტერესო ფრაზებს, რაც სხვა ტურისტულ გზამკვლევში შეიძლება არ შეგხვდეთ.

სწორედაც რომ კომპანია რადარის ღირებულებაა, რაციონალური და გულწრფელი მიდგომა საქმისადმი, საჭიროებების გამოაშკარავება და მათი დანერგვა.

კომპანიის ექსპერტები მოუთმენლად ელიან „სოლო გრანდ ბოშურის“ გახსნას და ყველა ადგილობრივს ურჩევენ, ერთხელ მაინც ესტუმრონ სივრცეს, სადაც აუცილებლად კიდევ მოუნდებათ დაბრუნება.

„სოფელი ბოშური, არის ახალი ტურისტული ლოკაცია, სტრესისგან სრულიად თავისუფალი გარემო!“

[R]

Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

Starring Georgia – როგორ შეიქმნა კამპანია, რომელიც საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს