in

სტარტაპი, რომელსაც ბემბიმ მიასწავლა სწორი გზა – ხის საბავშვო დეკორატიული სანათები Solo Wood

Startauperi
Startauperi

Solo Wood სტარტაპია, რომელიც აცოცხლებს ზღაპრისა და მულტფილმების გმირს და სხვადასხვა ფორმის, ხის დეკორატიულ სანათად გარდაქნის მათ. იდეის ავტორები და-ძმა, ანი და კახა ციცქიშვილები არიან, რომელთაც დისნეის ანიმაციურმა პერსონაჟმა, ბემბიმ გაუკვლია გზა ბაზარზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ამბავი, საბავშვო სანათებზე, თავად ანი ციცქიშვილმა გვიამბო:

2017 წლის თებერვალში გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო, მე და ჩემს ძმას საერთო საქმე დაგვეწყო, ოღონდ, წარმოდგენა არ გვქონდა, რა უნდა გვეკეთებინა. 2 რამ ვიცოდით ზუსტად: დიდ ინვესტიციას ვერ ჩავდებდით და აუცილებლად ისეთი საქმე უნდა შეგვერჩია, რაშიც ჩვენს პროფესიულ გამოცდილებას გამოვიყენებდით.

უამრავი იდეის შემდეგ, მივედით იმ საქმემდე, რომელშიც როლები იდეალურად გადავინაწილეთ: ჩემი ძმა ელექტრო ინჟინერია, ხეზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ და ასევე, ძალიან მიყვარს ხის ნივთები და დეკორები. ჩვენი შესაძლებლობებისა და პროდუქტის შექმნის გადაკვეთის წერტილად კი დეკორატიული სანათები განვსაზღვრეთ.

M: როგორი იყო იდეის განხორციელების ეტაპები?
ბიზნესში გამოცდილება არ გვქონდა და არც იმის რესურსი, რომ ბაზრის საფუძვლიანი კვლევა ჩაგვეტარებინა, საფრთხეებისა და შესაძლებლობების შესაფასებლად. ამიტომ, რისკზე წავედით, მცირე ხელსაწყოები ვიყიდეთ, ფართი ვიქირავეთ და დავიწყეთ. ყველანაირი სანათის გაკეთება დავიწყეთ: ბრების, ჭაღების, ბარის სტილის. დაახლოებით, 2 თვეში კი, გავაკეთეთ ბემბის საბავშვო სანათი, რასაც იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, არცერთ სხვა სანათს რომ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ დამუშავებითა და სირთულით სხვები გაცილებით მაღალ დონეზე იყო შესრულებული. იქამდე, რაც სერიოზულმა ბიზნესებმა წინასწარი გათვლებით იციან, ჩვენ გამოცდილებით მივედით და მივხვდით, რომ თურმე საბავშვო სანათების ქართული ნაწარმი არ გვაქვს და მომხმარებელს ამის მიმართ მაღალი ინტერესიც აქვს. თითქმის ყველა შეკვეთას ბემბიზე ვიღებდით და იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ ჩვენი რესურსებით ვეღარ ვუმკლავდებოდით. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გრანტი მოვიპოვეთ, დანადგარები შევიძინეთ და გავფართოვდით. დაახლოებით, ნახევარ წელზე მეტი მოვანდომეთ ამ პროცესს. სამაგიეროდ, დავიწყეთ ხის ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო სანათების წარმოება.

M: ვინ მუშაობს, უშუალოდ, პროდუქტის შექმნაზე და როგორია პროცესი?
ჩვენ ორივე ვმუშაობთ ჩვენი პროფესიით და სამუშაოს შემდეგ, საღამოობით და დასვენების დღეებში, ჩვენს ცეხში ვიკეტებით: მე დიზაინზე, შეფუთვაზე, მომხმარებელთან ურთიერთობაზე ვზრუნავ, ჩემი ძმა კი ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ჯადოსნურ სანათებს ქმნის. ვარჩევთ ზღაპრის, მულტფილმის გმირებს, შემდეგ პროგრამულად ვამუშავებთ, რომელსაც აპარატი ჭრის და კახა ამუშავებს, ნათებას უკეთებს და ა.შ. M: კონკრეტული მიმართულების არცევის შემდეგ, გეგმავთ, თუ არა რებრენდინგს?
გამომდინარე იქიდან, რომ თავიდან ჩანაფიქრში გვქონდა კონკრეტული სანათის ერთი ექსპონატის დამზადება, სახელიც შესაბამისი – Solo Wood ავირჩიეთ. სერიულად წარმოება არ გვქონდა გეგმაში. ახლა, როცა ნიშა შევიცვალეთ, ვფიქრობთ, რომ რებრენდინგი დაგვჭირდება, მაგრამ ამ ეტაპისთვის თავს ვიკავებთ, ჯერ ამის დრო არ არის. M: როგორ აპირებთ სტარტაპის განვითარებას?
ძალიან გვინდა, რომ უახლოეს მომავალში გვქონდეს შოურუმი, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა საღებავი დავამატოთ და მომხმარებლებს შევთავაზოთ, როგორც სუფთა, ასევე, ფერადი ხის ხაზიც.M: თქვენი აზრით, რა შემთხვევაში უნდა გარისკონ სტარტაპერებმა და რატომ?
როცა დიდ ინვესტიციაზეა საუბარი, იქ რისკები აუცილებლად წინასწარ უნდა გააანალიზო, იკვლიო და ა.შ. მაგრამ როდესაც შედარებით მცირე კაპიტალდაბანდებაზეა საუბარი და გარკვეულწილად, გჯერა, რომ ეს საქმე გამოვა, აუცილებლად უნდა გარისკო. თუ გინდა, უნდა გააკეთო იმიტომ, რომ შედეგს როცა ხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება და სიამოვნება არაფერია.

როგორია პროექტ Charte.ge-ს შედეგები ამ დროისთვის და რას ყვებიან ბენეფიციარები?

ერთი ფოტო, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია – Getty Images-ის კამპანია სასმელი წყლის დეფიციტთან დაკავშირებით