in

როგორ შეიქმნა SOLO-ს საგაზაფხულო ვიტრინის დიზაინი

თბილისის ქუჩებში სიარულისას შეუძლებელია არ შეამჩნიოთ SOLO- გამორჩეული ვიტრინები, რომლებიც მნახველთა ყურადღებას ყოველთვის იქცევს. უკვე წლებია, SOLO- ვიტრინები არა მხოლოდ პროდუქტის დემონსტრირების საშუალება, არამედ მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური გზავნილების გამტარიცაა. ამჯერად, SOLO- ქალაქი გაზაფხულის ფერებით გააცოცხლა, ინოვაციური დიზაინით შექმნილი ვიტრინებით, რომლებიც პასტელური ფერებითა და ხელით ნაძერწი გრანდიოზული ყვავილებით გამოირჩევა.

ვიტრინების მნიშვნელობაზე, შთაგონების წყაროებსა და ამ უნიკალური პროექტის შექმნის პროცესზე SOLO-ს ბრენდ მენეჯერი ლიზა ქისტაური და TRICOLOR Studio-ს დამფუძნებელი და დიზაინერი ნინო კალანდაძე გვესაუბრნენ.

M: SOLO-ს ვიტრინები ყოველთვის იქცევს მნახველთა ყურადღებას. რა როლი აქვთ მათ ბრენდის პოზიციონირებაში?

ლიზა: SOLO-ს ვიტრინები ბრენდის განუყოფელ და შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ის SOLO მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და  სადემონსტრაციო საშუალება და არხია. ვიტრინების გაფორმებას საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობთ, რადგან ისინი ნებისმიერი გამვლელისთვის ქმნიან ხასიათს, განწყობას. იქიდან გამომდინარე, რომ ვიტრინების ვიზუალური სტილი ბრენდის პოზიციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი არხია, მარკეტინგის გუნდი ყოველთვის ვცდილობთ და მიზნად ვისახავთ, რომ ვიტრინის კონცეფცია და სათქმელი იყოს  დროისა და გარემოს რელევანტური, რათა ამით გამოვხატოთ ის სათქმელი, რაც ჩვენ, როგორც ბრენდმა გვინდა მივაწოდოთ მომხმარებელს.

მახსენდება რამდენიმე ვიტრინა, რომელმაც ქალაქში ძალიან დასამახსოვრებელი განწყობა შექმნა. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე გავაკეთეთ ვიტრინები, რომელიც  ეროვნული ნაკრების ერთგვარ საფეხბურთო ფორმას წარმოადგენდა და რომელსაც ეწერა „საქართველო ფორმაშია“. გახსოვთ ალბათ, სწორედ ეს გახლდათ ბანკის საფეხბურთო კამპანიის სლოგანი. სწორედ ამ დიზაინის წყალობით ვიზუალურად ისე ჩანდა, თითქოს მთელი SOLO ლაუნჯი ნაკრების ფორმას ატარებდა, რამაც ერთი მხრივ,  მატჩის და ქომაგობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მეორე მხრივ კი ქალაქში საბრძოლო შემართების განწყობა შექმნა. 

გვაქვს მაგალითები, სადაც ვიტრინებს ჩვენს უმნიშვნელოვანეს პროექტებს ვუძღვნით. მაგალითად, საახალწლოდ გვქონდა ქართველი მხატვრის თამარ დე ლეტე ვაჩნაძის ნამუშევრებით ინსპირირებული ვიტრინები, რაც მის გამოფენის პარალელურად გავაკეთეთ. მისი ნამუშევრების საქართველოს ქუჩებში გამოჩენა ძალიან სიმბოლური იყო, რადგან მას მის ცხოვრებაში ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მსგავსი თემებით SOLO ცდილობს ხელი შეუწყოს და ხაზი გაუსვას მნიშვნელოვან თემებს.

M: რა იქცა თქვენს შთაგონებად, ამჯერად?

ლიზა: ამჯერად, გვინდოდა, რომ ქალაქში გაზაფხულით ინსპირირებული, ფერადი  და სიცოცხლით სავსე ვიტრინები გაგვეკეთებინა. გვქონდა იდეა, რომლითაც მივედით ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან ტრიკოლორთან. იდეა რის გარშემოც გვინდა გვემუშავა, იყო გაზაფხული, როგორც ბუნების გამოღვიძების, ფერების აფეთქების, ახალი დასაწყისისა  და მრავალფეროვნების სიმბოლო.

გვინდოდა ვიტრინებში პასტელური ფერებში ყვავილები  შემოგვეტანა ოღონდ ეს ისე გაგვეკეთებინა რომ ყოფილიყო მასშტაბური და რაც შეიძლება ცოცხალი.

M: ნინო, გვიამბეთ SOLO-ს ვიტრინებისთვის შექმნილი კონცეფციის შესახებ – რატომ აირჩიეთ ასეთი ვიზუალური გადაწყვეტა და რა გამოარჩევს მას?

ნინო: მრავალი წელია, რაც SOLO- ვიტრინების დიზაინზე ვმუშაობთ. ვიტრინების თემა და კონცეფცია სეზონურია და ჟურნალ ვოიაჟერის ძირითად თემას ან წელიწადის დროს შეესაბამება. ამჯერად, SOLO- ჯგუფთან ერთად გადავწყვიტეთ, ვიტრინების თემა ყოფილიყო გაზაფხული, როგორც ახალი სიცოცხლის და განახლების სიმბოლო.

სამუშაო პროცესი ყოველთვის შემოქმედებითი და საინტერესოა. ჩვენს გაზაფხულის ვიტრინაში მთავარი მოქმედი პირი არის ტიტა. ამ ყვავილის უნიკალური სტრუქტურა საშუალებას აძლევს მას, რომ იყოს მოძრაობაში. მეტი ეფექტურობისთვის,  გადავწყვიტეთ ყვავილების ზომა მაქსიმალურად გაგვეზარდა. ძირითადად ხელით ვიმუშავეთ და ფაქტობრივად, შევქმენით ქანდაკებები. ფონისთვის გამოვიყენეთ ჩვენს მიერ შექმნილი ფერადი ამრეკლავი მასალა, რაც ვიზუალს აორმაგებს და უფრო შთამბეჭდავს ხდის.

M: ვიტრინის ამ ტიპის დიზაინი პირველია SOLO-თვის. როგორ შეაფასებთ შედეგს და როგორია მოლოდინი მომხმარებლების შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით?

ლიზა: ასეთი დიზაინი ჯერ არ გვქონია. პირველ რიგში, ძალიან უცხოა თავად ტექნიკა, რითაც ეს ვიტრინები დამზადდა. როგორც აღვნიშნე, თითოეული მასშტაბური ყვავილი ხელით ნამუშევარი ქანდაკებაა. ყოველთვის ვცდილობთ, თითოეული ვიტრინა განსხვავებული იყოს წინამორბედისგან.

როგორც კი ყველა ქალაქში ვიტრინების მონტაჟი დასრულდა და SOLO ლაუნჯში ფარდების გახსნა ვთხოვე კოლეგებს, რათა ყველას შეძლებოდა ყვავილების ნახვა მაშინვე  მოგვწერეს ინბოქსში გამვლელებმა, რომ ძალიან მოეწონათ. ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში გაშვებულ კონტენტზეც აისახა. ვფიქრობ, ზუსტად ის ემოცია, შევქმენით, რაც გვინდოდა.

ნინო: ვფიქრობთ, რომ ახალი ვიტრინები მიმზიდველი იქნება როგორც SOLO-ს მომხმარებლისთვის, ასევე ქუჩაში გამვლელი ყველა ადამიანისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

ინფლუენსერების კოშმარი Heineken-ის რეკლამაში

„ჩემთვის მუსიკა ერთგვარი ფაზლია, რომელიც უნდა ააწყო” – გიორგი კოჭლაშვილი