in

SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი — დაბრუნება“ მხარდამჭერია

SOLO X საქართველოში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO X მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი — დაბრუნება“ მხარდამჭერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გაიმართება.

„ბრუნტეტი — დაბრუნება“ ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ნაწარმოებზე „1999“ არის დაფუძნებული, რომელიც 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის „Kluster 5“ დაიწერა. მუსიკალური სპექტაკლი მაყურებელს Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. შესაბამისად, მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც 5 წლის ალექსანდრე მის წარმოსახვით სამყაროზე — ბრუნტეტზე, მის მაცხოვრებლებსა და ავტორის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიყვება.

სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებენ Kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე მუშაობდა „ჰარაკის“ გუნდი.

ტურის ფარგლებში სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქიის თეატრებში დაიდგმება:

29 სექტემბერი — მარჯანიშვილის თეატრი (2 წარმოდგენა)

2 ოქტომბერი — ერისთავის თეატრი, გორი

4 ოქტომბერი — მესხიშვილის თეატრი, ქუთაისი

6 ოქტომბერი — საზაფხულო თეატრი, ბათუმი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: TKT.GE. აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან: SOLO X, მაზდა ცენტრი თეგეტა, Rooms Hotels.

მსახიობები:

ლანა ყავრელიშვილი

ანანო მახარაძე

ნატალია გაბისონია

ბექა ხაჩიძე

გიორგი რაზმაძე

თემო რეხვიაშვილი

მხატვარი:

ნანა კალანდაძე

ანიმაცია:

ნანა კალანდაძე და კოკა კიტია

ორგანიზატორი: Stockton

[R]

საუკეთესო ბანკი UX დიზაინის მიმართულებით – საქართველოს ბანკის ჯილდო Global Finance-ისგან

„ჰმმმ…“ ხმებისა და პაუზების წასაშლელად Adobe Premiere Pro AI-ის გამოიყენებს