SOLO, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Hills-თან პარტნიორობით, სპეციალურ ღონისძიებებს მართავს.
1 ივნისს, 15:00 საათიდან 20:00 საათამდე, „თბილისი ჰილსის” ტერიტორიაზე დაგხვდებათ სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ, შეიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ღონისძიების ფარგლებში დაგხვდებათ:
• შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად შექმნან ფერადი ნამუშევრები
• ფრანების ვორკშოპი, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები საკუთარი ხელით ააწყობენ, გააფერადებენ და ერთად ააფრენენ ფრანებს
• საპნის ბუშტების ვორკშოპი, რომელიც ვიზიტორებს გიგანტური და ფერადი საპნის ბუშტების შექმნის სივრცეს სთავაზობს
• ეზოს თამაშების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გუნდური თამაშები ღია ცის ქვეშ მთელი ოჯახისთვის
• სათავგადასავლო აქტივობები – კვადროციკლები, ბაგები და სხვა გასართობი ბავშვებისა და მშობლებისთვის
• საავიაციო კუთხე, სადაც დაგხვდებათ შემეცნებითი აქტივობები პატარა ავიატორებისთვის
• ინტერაქციული საოჯახო აქტივობები, რომელიც მოიცავს სპეციალურად ოჯახებისთვის შექმნილ პროგრამასა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს
• ასევე, დაგხვდებათ ნაყინის კუთხე, ფუდკორტი და სპეციალური პიკნიკმენიუ ყველა ასაკის სტუმრისთვის
შეთავაზებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
[პარტნიორის კონტენტი]












