in

„ჭიქა ღვინოსაც შეუძლია, დაგვანახოს თავისი ამბავი და ემოციები“ – ბარ-მაღაზია „სომელიე“ ისევ ღვინოზე გვიამბობს

ღვინოს, როგორც სასმელს და ურთიერთობის ხელოვნებას ყველა განსხვავებულად აღვიქვამთ. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთი ამბავი მაინც არ აქვს ღვინოზე, ან რაიმე ემოციას არ უკავშირებს მას. თავისი ამბები აქვს ბარ-მაღაზია „სომელიესაც“, რომლებსაც საგულდაგულოდ აგროვებს, მერე კი მისულ სტუმრებს უზიარებს, რომ ყველამ „მიიღოს ღვინისგან მეტი“, ვიდრე შუშხუნა, მსუბუქი, ან მძიმე, ტკბილი ყლუპებია.

„ჩემთვის პირადად, ყველაფერი კარგის ერთმანეთთან დამაკავშირებელია, აი ასე, პირდაპირ. ღვინის დაყენება უამრავ საინტერესო პროცესს მოიცავს, თვითონ პროდუქტი კი ბევრი სასიამოვნო მოგონების შექმნისა თუ შთაგონების წყარო ხდება“, – ამბობს „სომელიეს“ სომელიე სოფო გელაშვილი.

ღვინის ერთ-ერთ ფუნქციად იმასაც თვლის, რომ ადამიანს ეხმარება დაძლიოს სიმორცხვე, უკეთ გამოხატოს საკუთარი აზრი, ემოცია: 

ერთ ჭიქა ღვინოსაც შეუძლია, დაგვანახოს თავისი ამბავი და ემოციები.

ღვინისაგან, რომ მეტი მივიღოთ, შემთხვევით არ გვიხსენებია – „მიიღე ღვინისაგან მეტი“ – ეს „სომელიეს“ მთავარი გზავნილია, რომელსაც, თან მეგობრული და  საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს.

სოფო გელაშვილი: ღვინოსთან ერთად შეიძლება, კარგი მოგონებები შეიქმნა, გარდა ამისა, ჩვენი სტუმრები გაიგებენ მისი დაყენების პატარა ისტორიას და ექნებათ საშუალება, ჩაუღრმავდნენ, კარგად შეიცნონ არომატები; გაიგონ, რაოდენ საინტერესო და კომპლექსური რამ არის ღვინო. გვინდა, ჩვენი ბარიდან, სტუმრები უფრო მეტი ინფორმაციით და პოზიტივით დატვირთულები მიდიოდნენ. აი, ეს არის ის „მეტი“, რაც გვინდა, რომ ღვინისაგან და ჩვენგან მიიღონ.

ღვინო, როგორც ურთიერთობა – ამ ფრაზას „სომელიეში“ ხშირად ამბობთ. რას ნიშნავს, თქვენთვის, ღვინის ასეთი დეფინიცია? 

ღვინო, ჩემი აზრით, არის გულწრფელი ურთიერთობა, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ის გასწავლის ურთიერთობას როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან. ბევრს ეხმარება, რომ სიმორცხვე დაივიწყონ და უფრო თამამები გახდნენ, მათ შორის – მეც. ამ დროს ადამიანი მეტ თავისუფლებას გრძნობს და უფრო ადვილად გამოხატავს გულწრფელ გრძნობებს, დაუფიქრებლად შეუძლია თქვას „მიყვარხარ“, რადგან იმ მომენტში ბედნიერია და სხვა არაფერზე ფიქრობს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგიცაა. ზოგჯერ, საჭიროა, მხოლოდ იმ კარგ ემოციაზე ფოკუსირდე, რომელსაც გრძნობ და სხვა ყველაფერი დაივიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს თავისტკივილით გაღვიძებულმა, შეიძლება, ინანო კიდეც ეს გულწრფელობა. ასეთ მომენტებში, საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც უკეთ გაიცნობ. მხოლოდ ასე იქმნება უფრო მჭიდრო მეგობრობა, ურთიერთობები და კავშირი.

შეგვილია განვიხილოთ ღვინო, როგორც ხელოვნება? 

ღვინო ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია, მევენახე-მეღვინე კი – ხელოვანი.

მისი დაყენების პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როგორც მხატვარი, ან მუსიკოსი ფიქრობს თავის ნამუშევარზე, ისახავს გარკვეულ მიზნებს, იწყებს მუშაობას, უფრთხილდება და იღებს საბოლოოდ, შვილივით მოვლილ პროდუქტს, ზუსტად ასეა ღვინის დაყენების პროცესი, მეღვინის თვალთახედვით. სწორედ ასე დაყენებული ღვინო შეიძლება გახდეს ხელოვანის შთაგონების წყარო და მოტივატორი. მგონი, იმაში ორი აზრიც არ არსებობს, რომ ბევრ ყველასთვის საყვარელ და ცნობილ მხატვარს, მწერალსა თუ მუსიკოსს 1 ჭიქა ან საერთოდ,1 ბოთლი ღვინის შემდეგ, ძალიან ბევრი ნამუშევარი ექნება შექმნილი.

როგორც სომელიეს, კონცეფცია, „ამბავი ღვინისა და გემოებისა“ (ბარ-მაღაზია „სომელიეს“ მთავარი კონცეფცია) როგორ გესმით? 

ჩვენ სტუმრებს შეგვიძლია მოვუყვეთ მათი არჩეული ღვინის დაყენების პატარა ამბავს, ავუხსნათ, კონკრეტულად, რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ. ყველა ღვინოს თავისი გემო და არომატი აქვს. ვცდილობთ, სტუმრებს დავაკავშირებინოთ, თუ რას აგონებთ, ჭიქაში მოქცეული ღვინის სასიამოვნო არომატები. ეს ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია.

„სომელიეში“ ხშირად ამბობთ, რომ ღვინოს გააჩნია ხასიათი, ამიტომ ცდილობთ, შექმნათ იდეალური კომბინაცია ადამიანებისა და ღვინისა. ღვინის ხასიათსა და მის ადამიანებთან კომბინაციაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? 

ნამდვილად ყველა ღვინოს გააჩნია თავისი ხასიათი. ზოგადად, ღვინის საბოლოო დახასიათებისას ხშირად ვამბობთ, რომ იგი არის ცოცხალი, მხიარული, სერიოზული, მსუბუქი, ძლიერი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჭიქა ღვინომ ძალიან მარტივად შეიძლება წაიყვანოს ადამიანი თავის ხასიათზე, დააყენოს კარგ განწყობაზე, გაამხიარულოს, დაასევდიანოს ან ჩააფიქროს. ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც კარგ განწყობაზე დამილევია შედარებით მძიმე სხეულიანი და დინჯი გემოებით გამორჩეული ღვინო, რასაც ჩემი ხასიათიც შეუცვლია. ასევე, ცუდ ხასიათზე ყოფნისას, ცოცხალ და მხიარულ ჭიქა ღვინოს უკეთესობისკენ შემოუტრიალებია გუნება. ამიტომაც ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხასიათისა და ღვინის ურთიერთკავშირი. ვცდილობთ, ჩვენთან მოსულ სტუმრებს ზუსტად ისეთი ღვინო შევურჩიოთ, როგორიც მათს განწყობას შეეფერება და მოუხდება, რომლის დალევის შემდეგაც თავს უფრო კარგად და სასიამოვნოდ იგრძნობენ.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა განვითარდეს ასეთი ურთიერთობები, ამბავი ადამიანებისა და „სომელიესი“?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და საუკუნოვანი ისტორია აქვს, მისი დაყენება-მოხმარების, მაინც ვეთანხმები შარდენის იმ აზრს, რომ „არსად იმდენ ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში“. ამიტომაც, ვცდილობთ, ხაზი ღვინის გემო-არომატებს გავუსვათ და არა – სმის რაოდენობას, რათა ხალხმა უფრო მეტი სიამოვნება მიიღოს მისი სირღმისეული დაგემოვნებით. ასევე ვხედავთ ბრენდის განვითარების გზას, ამბავს „სომელიესა“ და ადამიანების მეგობრობისა – ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ სასმელს, იქვე ვყვებით ამბავს, ვასწავლით როგორ მიიღონ ღვინისგან მეტი.

 

[R]

Europcar Georgia-ს, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის, Rising Star-ის სტატუსი მიანიჭეს!

„კვალი“ – პანდემიის დროს დაწყებული ბიზნესი, თიანეთში მოყვანილი ესპანური მარწყვი და წარმატება სრულიად უცხო, აგრო სფეროში