in

„სომელიე“ პოდკასტების სერიას იწყებს – დაელოდეთ ვინოპოდს და ამბებს ღვინოზე!

ღვინის ბარ-მაღაზია „სომელიე“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას ღვინოზე – ვინოპოდი. გადაცემას მათი გუნდის წევრები, მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტები წაიყვანენ, სტუმრები კი ის ადამიანები იქნებიან, ვისი პროფესია და საქმიანობაც ღვინოს უკავშირდება, ან უბრალოდ უყვართ ღვინო.

„ჩვენ მოგიყვებით ამბებს ღვინოზე, გაგაცნობთ სფეროში მომუშავე საინტერესო ადამიანებს – მეღვინეებს, ღვინის მარკეტერებს, ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიას და რაც მთავარია, გასწავლით, როგორ მიიღოთ ღვინისგან მეტი“ – ნანა ცინაძე.

ვინოპოდის მოსმენა შესაძლებელი იქნება „სომელიეს“ SoundCloud-ისა და Facebook გვერდებზე. მალე პირველი ეპიზოდი „დაიდება“, თავად პროექტი კი, დაახლოებით, 6 თვეს გაგრძელდება.

 

[R]

„ტერმინალი“ Global Startup Awards-ის ფინალშია!

Facebook-ის ახალი აუდიო ფუნქცია – მარტივად აღმოაჩინეთ პოდკასტები და მუსიკა