in

„Sommelier ღვინით ტკბობის, სიამოვნების მიღებისა და ურთიერთობის კულტურას ქმნის ქალაქში“

თბილისში ღვინის ბარი და მაღაზია „სომელიე“ (Sommelier) გაიხსნა. ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც ღვინო აინტერესებს არა მხოლოდ როგორც სასმელი, არამედ სურს, იცოდეს ყველაფერი მის შესახებ, მოისმინოს საინტერესო ამბები და ისტორიები; ადგილი მათთვის, ვისთვისაც ღვინო ურთიერთობისა და სიამოვნების მიღების საშუალებაა.

„თითოეულ სტუმარს აქვთ შესაძლებლობა, მიირთვას კარგად ნაცნობი და გასინჯოს განსხვავებული, გამორჩეული გემოები, თან გაიგოს უამრავი საინტერესო რამ. „სომელიე“ ღვინით ტკბობის, სიამოვნების მიღებისა და ურთიერთობის კულტურას ქმნის ქალაქში“. 

როგორც მისი მენეჯერი მაგდა მოსაშვილი ამბობს, ამ არასტანდარტულ და არატრადიციულ ღვინის მაღაზიასა და ბარში ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანია. ცნობილი ბრენდების და მსხვილი საწარმოების პროდუქციასთან ერთად, „სომელიეში“ ფართოდ არის წარმოდგენილი მცირე მარნების ღვინოები.

მაგდა მოსაშვილი: აქცენტს მათზე ვაკეთებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ მცირე მარნებისა და საწარმოების პროდუქცია გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრინციპში, დიდი საწარმოებიდანაც, ძირითადად, საინტერესო, გამორჩეულ გემოებსა და არომატებს ვარჩევთ.

სომელიე“ არ არის ჩვეულებრივი ღვინის მაღაზია და ბარი. ჩვენთან მოსულ მომხმარებლებსა და სტუმრებს ვუამბობთ ყველაფერს ღვინის შესახებ, ვაცნობთ მის ისტორიას. ასევე, გვაქვს სადეგუსტაციო სივრცე და ვგეგმავთ დეგუსტაციების და სხვა სახის საღამოების მოწყობას.

გვინდა, სტუმრებს გავაცნოთ, შევთავაზოთ, ვაჩვენოთ, წარვუდგინოთ რაც შეიძლება მეტი სახეობის ღვინო, მოვუყვეთ საინტერესო ამბებს – ეს არის ჩვენი მისია.

როდესაც ღვინოზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია კერძების თემა. მით უმეტეს, ღვინის ბარში. 

რა თქმა უნდა. საერთოდ, ყველა ღვინო ინდივიდუალურია და თავისი გემო, არომატი, ხასიათი აქვს. ზუსტად ამის მიხედვით გვაქვს შედგენილი მენიუ, სადაც გათვალისწინებულია რომელ სახეობას რა კერძი უხდება და მოსულ მომხმარებლებსა თუ სტუმრებს, ამ კუთხითაც ვაძლევთ რჩევებს. სომელიესა და მზარეულს მუდმივად აქვთ კომუნიკაცია, ერთად ადგენენ კონკრეტული ღვინის გემოსა და არომატის შესაბამის კერძ(ებ)ს, რომ მაქსიმალურად ეხამებოდეს და ესადაგებოდეს ერთმანეთს. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი.

„სომელიეს“ გუნდზე გვიამბეთ . . . ვინ მასპინძლობს სტუმრებს სივრცეში, სადაც დეგუსტაცია და ღვინის ამბებია მთავარი? 

ჩვენი სომელიე ანდრია ადეიშვილია, პროფესიით მეღვინე-მევენახე. ამ სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და საქმის პროფესიონალია – წლების განმავლობაში, თანამშრომლობდა ღვინის დიდ თუ მცირე  კომპანიებთან, საწარმოებთან, მარნებთან. გარდა ამისა, თავადაც აყენებს ღვინოს. სწორედ ანდრია ადეიშვილი ატარებს დეგუსტაციებს როგორც მომხმარებლის, ისე პერსონალისთვის. ჩვენი გუნდის ყველა წევრმა იცის, რა პროდუქცია, გემოები და არომატები გვაქვს, რით არის თითოეული მათგან გამორჩეული და განსაკუთრებული. „სომელიეში“ მოსული სტუმარი ყველა დონეზე ძალიან კომპეტენტურ მომსახურებას თუ რჩევებს იღებს. ჩვენი თანამშრომლები მზად არიან, მათ ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხონ, გაუზიარონ ღვინის ამბები და გადასცენ მისი ხასიათი.

„სომელიეს“ მენეჯერი მაგდა მოსაშვილი

ვისთვის არის „სომელიე“? 

ეს არის იდეალური ადგილი ღვინის მოყვარული თუ დაინტერესებული ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც სურს რაიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი; პროფესიონალებისთვის, ვინც მუდმივად ახალი ინფორმაციას ეძებს; ასევე – სტუდენტებისთვის ან მათთვის, ვინც ახლა დაინტერესდა ღვინით და უნდა, რაც შეიძლება მეტი გაიგოს სხვადასხვა გემოების თუ არომატების შესახებ. დიდი კომპანიების პროდუქციით დაწყებული მცირე საწარმოებისა და მარნების ღვინოებით დამთავრებული, ჩვენთან საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. შესაბამისად, ფასის კუთხითაც, თითქმის, ყველა სეგმენტს მოვიცავთ.

მეღვინეობა-მევენახეობა, ბოლო წლებში, საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიები გახდა. ბევრი ახალგაზრდა ამ საქმით. თქვენც ახსენეთ სტუდენტები. მათთვის რაიმე კონკრეტული შეთავაზება ან პირობები ხომ არ გაქვთ? 

თუ ინტერესი იქნება, მზად ვართ, ღია დეგუსტაცია გავუკეთოთ, ვუამბოთ ღვინის შესახებ ძალიან საინტერესო ისტორიები, ამბები. ჩვენს გეგმებში შედის, სტუდენტებს სომელიესა და დეგუსტაციის ხელოვნება უფრო კარგად გავაცნოთ. პრინციპში, არა მხოლოდ სტუდენტებს, მზად ვართ, ნებისმიერი დაინტერესებული ჯგუფი მივიღოთ. თუმცა, მათი ინტერესი, ვინც მეღვინეობა-მევენახეობისა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიებს ეუფლება, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„სომელიეს“ როგორც ბიზნესს რომ დავუბრუნდეთ. ალბათ, ბევრი სირთულე ახლდა თან პანდემიის დროს, ახალი საქმის დაწყებას. მით უმეტეს, ბარისა და მაღაზიის გახსნას, სადაც მომხმარებლებმა უნდა იარონ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა . . . 

მარტივი ნამდვილად არ იყო. თუმცა, ვფიქრობთ, ასეთი სივრცეები საზოგადოებას ახლა ძალიან სჭირდება – ადგილები, სადაც მივლენ, ისადილებენ, დააგემოვნებენ განსხვავებულ გემოებსა და არომატებს; ღვინის შესახებ მოისმენენ საინტერესო ამბებს, ისტორიებს; წყნარ, მშვიდ, სასიამოვნო გარემოში გაატარებენ, თუნდაც, ერთ საღამოს. „სომელიეში“ ამის გარანტია ზედმიწევნით დაცული რეგულაციებია, რადგან ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია თანამშრომლებისა და სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს, ამიტომ, დისტანციის დაცვა არ არის რთული. საერთოდ, დადგენილ წესებსა და ნორმებს ძალიან მკაცრად ვასრულებთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ „სომელიეში“ უსაფრთხო გარემო იყოს და გუნდის თითოეულმა წევრმა თუ მომხმარებლებმა თავი დაცულად იგრძნონ.

ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რით არის „სომელიე“ გამორჩეული? მომხმარებელმა რატომ უნდა აირჩიოს, ახალი ბრენდი და არა თუნდაც, უკვე საკმაოდ წარმატებული ბარი თუ მაღაზია, რომელიც წლებია, ბაზარზე ოპერირებს?  

ჩვენთან მხოლოდ პროდუქციის საყიდლად არ მოდიან – თითოეულ მომხმარებელს მაქსიმალურად საკუთარ თავზე, ხასიათზე, ინტერესებზე თუ გემოვნებაზე მორგებულ არომატებს ვთავაზობთ, ვურჩევთ, რა დააგემოვნონ. ასევე, ვუზიარებთ ამბებს და ისტორიებს ღვინის შესახებ, ვუყვებით მათი დამზადების ტექნოლოგიებსა თუ სპეციფიკაზე.

„სომელიეში“ მოსულ ყველა სტუმარს, თან მიაქვს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო – ღვინო, ინფორმაცია, ცოდნა, ემოცია.

ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, მათთვისაც. გარდა ამისა, აქტიურად ვუჭერთ მხარს მცირე საწარმოებისა და მარნების განვითარებას. თუ „სომელიეს“ პროდუქციას გადავხედავთ, სწორედ მათ ღვინოებზე ვაკეთებთ ძირითად აქცენტს. ამიტომ, ნებისმიერ ახალგაზრდა მეღვინეს შეუძლია, შემოგვთავაზოს საკუთარი პროდუქცია. ღია ვართ, მოვუსმინოთ და გავიცნოთ მათი პროდუქცია, თანამშრომლობის პერსპექტივით.

რაც შეეხება, „სომელიეს“ სამომავლო გეგმებს . . .

ვგეგმავთ ძალიან საინტერესო სადეგუსტაციო საღამოების მოწყობას, ასევე – შეხვედრებს მეღვინეებთან. გვინდა, სტუმრებს თავად წარუდგენენ საკუთარი კომპანიისა თუ მარნების პროდუქცია.

უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ მიტანის სერვისის დანერგვასაც. ვთვლით, რომ ეს მომსახურება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დღევანდელ მოცემულობაში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, განვითარების კუთხით. პირველ ეტაპზე, დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ „სომელიეს“ იდეა და კონცეფცია გაამართლებს. ამიტომ, მსგავსი სივრცეების სხვა ქალაქებში შექმნაზეც ვფიქრობთ.

 

[R]

როგორ იღებს ამანათს ჯეიმს ბონდი? – DHL-ის რეკლამა

ახალი Blitz გამოდის – ნახეთ, როგორი იქნება 2022 წლის Opel Astra!