უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში Sonic the Hedgehog-ის სიმბოლური ხმის უკან ერთი პიროვნება, რობერტ კრეიგ სმიტი იდგა. ახლა კი ეს ყველაფერი იცვლება, Sonic-ის ხმა აღარასოდეს გაიჟღერებს ისე, როგორც ადრე.
სმიტის წასვლის შესახებ ინფორმაციას მისივე Twitter-ის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, რასაც მოგავიანებით SEGA-ც გამოეხმაურა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, მას ნამდვილად დიდი შრომა მოუწევს ფანების გულის მოსაგებად.