in

საერთაშორისო გამოცდილება და ქართული მედიცინა – როგორ ქმნიან ახალ სტანდარტს SonoScape, Tbilisi Medic და Ultrasound Academy Georgia

საქართველოში ტექნოლოგიური მედიცინის განვითარებამ მყარად აიღო კურსი მომავლისკენ. ამ მოძრაობის სათავეში დგას Ultrasound Academy Georgia, რომელიც საქართველოში მედიცინის დარგის სპეციალისტების პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის შეიქმნა. ეს უნიკალური სივრცე დიაგნოსტიკური ტექნიკის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც ამჟამად მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში გამოიყენება.

ამ ინოვაციური პროცესის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა Sonoscape-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლის, Tbilisi Medic-ის გარეშე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ულტრასაუნდ აკადემიასთან. მათი ერთობლივი მიზანია ინოვაციური მოწყობილობები და თანამედროვე ცოდნა ერთ სივრცეში გააერთიანონ.

ეს პარტნიორობა განსაკუთრებით უნიკალურია იმით, რომ იგი აძლიერებს სასწავლო გამოცდილების პრაქტიკულ კომპონენტს. მსმენელებს საშუალება ეძლევათ, ერთ სივრცეში გაეცნონ უახლეს ვიზუალიზაციის ტექნოლოგიებს და განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები თანამედროვე ულტრაბგერით აპარატურაზე.

Sonoscape-ის ულტრაბგერითი სისტემები გამოირჩევა სიზუსტით, მოქნილობითა და ხელმისაწვდომობით. აკადემიაში გამოყენებული მოწყობილობები აღჭურვილია AI-ზე დაფუძნებული ავტომატური გამზომველით, ელასტოგრაფიით, 3D/4D ვიზუალიზაციითა და მარტივი ინტერფეისით.

Ultrasound Academy Georgia – მედიცინის დარგის სპეციალისტების განვითარების პლატფორმა

აკადემიის მთავარი ღირებულებაა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავება, რომლებსაც სპეციალისტები ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ. აკადემია გთავაზობთ აკრედიტებულ ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს Sonoscape-ის უახლესი აპარატურების გამოყენებით. სწავლებას უძღვებიან სერტიფიცირებული ქართველი და უცხოელი ტრენერები და სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც ატარებენ ინტერაქციულ და პრაქტიკულ სემინარებს რეალური კლინიკური შემთხვევების განხილვით.

ხიდი საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ მედიცინას შორის

Tbilisi Medic, როგორც Sonoscape-ის ოფიციალური წარმომადგენელი, ბაზარს აწვდის უახლეს ტექნოლოგიას და ასევე, აქტიურად ინვესტირებს ექიმების პროფესიულ ზრდაში. კომპანია უკვე წლებია მოწინავე ადგილს იკავებს საქართველოში სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებაში. Tbilisi Medic არ არის მხოლოდ Sonoscape-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი, არამედ აქტიური მოთამაშე, რომელიც ზრუნავს ექიმების უწყვეტ განვითარებასა და კლინიკების ტექნოლოგიურ გაძლიერებაზე.

ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობა ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის.

[R]

Microsoft ბილ გეიტსის ავტოფარეხში გვაბრუნებს — The Original Build

კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ დავამყაროთ სწორად?