ამბავი ასეთია — Sony PlayStation Plus-ის მომხმარებლებს 3 სექტემბრიდან 3 უფასო თამაშს შესთავაზებს, მათ შორისაა Harry Potter: Quidditch Champions, MLB The Show 24 და Little Nightmares II. ახლა კი თითოეული განვიხილოთ:
Harry Potter: Quidditch Champions
თამაშზე Unbroken Studios-მა იმუშავა, შემდგომ კი Warner Bros Entertainment-მა გაგვაცნო. ჩათვალეთ, რომ თქვენს ოთახში მაგიური სამყაროს შექმნაში დაგეხმარებათ და კლასიკური Chaser-ის, Seeker-ის, Keeper-ის ან Beater-ის როლების მორგებასაც შემოგთავაზებთ:
MLB The Show 24
ხოლო მათთვის, ვისაც დიდად არ იზიდავს ჰაერში ფრენა, San Diego Studio-მ, MLB Advanced Media-მა და Sony Interactive Entertainment-მ MLB The Show 24 შექმნა. როგორც ამბობენ, Major League Baseball-ის ფრენჩაიზი ყველაზე რეალისტურ გადახვევას გვთავაზობს:
Little Nightmares II
აი, აქ კი საშიშ ჟანრს გვთავაზობენ. Mono-ს როლის მორგება დაგჭირდებათ, ახალგაზრდა ბიჭის, რომელიც ბოროტ სამყაროშია მოხვედრილი. მას მალევე უერთდება Six, გოგონა საწვიმრით, რომელთან ერთადაც მრავალი დაბრკოლება უნდა გადალახოთ და Signal Tower-ის საიდუმლოებებიც ამოხსნათ: