in

Sony-ს ახალი უსარკო და ულტრასწრაფი კამერა A9 II – კომფორტი სპორტის ფოტოგრაფებისთვის

veon
veon

დღეს Sony-მ ახალი კამერის – A9 II-ის გამოშვება დაანონსა. ეს არის უსარკო კამერა ცვლადი ლინზით, 24.2 მეგაპიქსელიანი სენსორითა და BIONZ X გამოსახულების პროცესორით, რომელიც კამერას ახალ შესაძლებლობებს სძენს. გარდა ამისა, კამერას აქვს რეალური დროის თვალის ავტოფოკუსი, როგორც ადამიანების, ასევე, ცხოველების შემთხვევაში.

A9 II-ს აქვს რეალურ დროში ობიექტის „თვალთვალის“ ფუნქცია. კამერა მდგრადია ნისლისა და ტენიანობის მიმართ. XLR ადაპტერის მეშვეობით, შეგეძლებათ ვიდეოგადაღებისას გარე მოწყობილობებით ჩაწეროთ ხმები. კამერა ნამდვილი კომფორტია სპორტის ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც წამში რამდენიმე კადრის გადაღებისა და მოძრაობის სუფთად აღბეჭდვის საჭიროება აქვთ. A9 II წამში 20 კადრის გადაღების საშუალებას მოგცემთ და შეუძლია 361 JPG-ს, ან 239 კომპრესირებული RAW ფაილის გადაღება. ასევე, შეუძლია გამოთვალოს ავტოფოკუსი და Auto Exposure 60-ჯერ წამში. ეს შესაძლებლობები ექსპოზიციის სწორ გადაღებაში დაგეხმარებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განათება სწრაფად იცვლება.

A9 II ნოემბრიდან გაიყიდება, მისი ფასი კი (ლინზის გარეშე) 4,500 დოლარი იქნება.

თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი CALZEDONIA-ს რეკლამაში

რატომ უნდა მიიღონ ახალმა ლიდერებმა გადაწყვეტილებები ნელა