in

Sony ასაკოვან რობოტ ძაღლებს შეაკეთებს, რათა მათ სამუდამო სახლი უპოვოს

Sony-მ Aibo Foster Parent-ის პროგრამა ჩაუშვა თავისი 2900-დოლარიანი რობოტი ძაღლისთვის, რითაც მის მფლობელებს უკვე ასაკოვანი აიბოს გაშვილების/დონაციის საშუალება მისცა. ამის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია განაახლებს მას და სამედიცინო დაწესებულებებს, აღმზრდელ პირებსა თუ სხვა ორგანიზაციებს გადასცემს. მიზანი Aibo-ს მეტად მდგრადი მომავალია. უფრო ჰუმანურად რომ ვთქვათ, მისთვის მეორე სახლის მიცემა, სამუდამო საცხოვრებლის, სადაც ემოციური მხარდაჭერის მიღებას შეძლებს.

თუმცა აიბო ადრე რომ რობოტები იყვნენ, ისეთი არ გეგონოთ — მეტად მოქნილია, უკანა ფეხებზე დგომა შეუძლია, პატრონს კართანაც ეგებება და ისეა შექმნილი, რომ რეალური ძაღლის მსგავსად გაიზარდოს. ვებზე დაფუძნებულ ინტერფეისსაც გთავაზობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ქმედებების დაპროგრამების საშუალებასაც მოგცემთ. მრავალი სენსორით ხმასა და შეხებაზე რეაგირებაც შეუძლია, კონკრეტულ ადამიანებს ცნობს კიდეც, რითაც იდეალური ხდება ემოციური მხარდაჭერისთვის.

მეტიც, რობოტი ძაღლი ერთი უპირატესობით სარგებლობს — შეუძლია, შევიდეს ისეთ სივრცეებში, სადაც ნამდვილი ცხოველები არ დაიშვებიან…

ახალი აპლიკაციით Procreate ანიმაციის რევოლუციას გვპირდება!

ერთი დღე ACER ES-თან ერთად — იცხოვრე შენი სისწრაფით