მას შემდეგ, რაც 2020 წელს Sony-მ პირველი 5G მობილური ტელეფონი წარადგინა, კომპანიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი ახალი, უფრო დახვეწილი სმარტფონი ახსენეს, თუმცა მალევე შეწყვიტეს მასზე საუბარი. ახლა კი, დიდი ხნის დუმილის შემდეგ, Xperia Pro საბოლოოდ გამოჩნდა!
ეს არ არის “ჩვეულებრივი” სმარტფონი, რომლითაც უბრალოდ ყოველდღიურ საჭიროებებს დაიკმაყოფილებთ – იქნება ეს სოციალური ქსელის გამოყენება თუ ხმოვანი და წერილობითი შეტყობინებების გაგზავნა. კომპანიამ ახალი სმარტფონი სპეციალურად გადამღებებისა და სამაუწყებლო კომპანიებისთვის შექმნა. მისი მომხმარებლები, მოვლენების სწრაფად გასაშუქებლად mmWave 5G კავშირის გამოყენებას შეძლებენ.
“სონის” ახალი იდეა ერთგვარი სურვილის გაღვივებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა სამაუწყებლო კომპანიები მობილური ტელეფონის უფრო მეტი პარამეტრის გამოყენებაზე არიან ორიენტირებული.
ოპერატორებს შეუძლიათ, გამოიყენონ Xperia როგორც სადენიანი, გარე 4K HDMI მონიტორი, ასევე მობილური – პირდაპირ ეთერში გადასასვლელად. მობილურს აქვს სპეციალური ვიზუალიზატორი, რომელიც მომხმარებლებს აჩვენებს, თუ სად შეიძლება ყველაზე სტაბილური სიგნალის პოვნა და რადგანაც 5G ტალღები ჯერჯერობით ყველა სივრცეში არ არის, ამ მოწყობილობას, სავარაუდოდ, გარეუბნებში მომხდარი მოვლენების გასაშუქებლად ვერ გამოიყენებენ.