in ,

Sony Betamax

betamax-vhs-1974-compარსებობს ასეთი მოსაზრება იმისთვის, რომ შექმნა ძიერი, წარმატებული კომპანია საჭიროა  პირველმა შექმნა სრულიად ახალი პროდუქტი.

ეს თეორია ალ რეისმა ერთის მხრივ დაამტკიცა. არაერთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომლებიც ამ მოსაზრებას დაადასტურებენ. მაგალითად,  „დომინო“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საზოგადოებას პიცის სახლში გამოძახების სერვისი შეთავაზა. კოკა–კოლამ პირვლემა შექმნა გაზიანი სასმელი, თუმცა ეს თეორია ყოველთვის არ მართლდება. იმის გამო, რომ მომხმარებელი ხშირად ვერ მისდევს ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებას, ხშირ შემთხვევაში სრულიად უცხო პროდუქტები კრახს განიცდიან.

კომპანიები ხშირად ცდებიან დაგეგმაში, თუ როგორ გამოიყენებს მყიდველი ამა თუ იმ ტექნიკას. მაგალითად ევროპული მობილური ტელეფონების კომპანიების უმრავლესობას არ ეგონა, რომ მოკლეტექსტური შეტყობინებები ასეთი პოპულარული გახდებოდა, ამიტომ ხშირად ინსტრუქციის ბუკლეტებშიც არ იყო ახსნილი თუ როგორ შეიძლებოდა შეტყობინების გაგზავნა.

betamaxტექნოლოგიის ისტორიაში ყველაზე დიდი წარუმატებლობა Sony Betamax–მა განიცადა. 70–იან  წლებში სონიმ გამოუშვა „სახლის ვიდეო კამერა VCR”,  რომელიც 1975 წლიდან გაყიდვაში გამოვიდა. პირველ წელს მხოლოდ ამერიკაში 30 000 ვიდეო კამერა გაიყიდა. ერთი წლის შემდეგ ჯივისიმ გამოუშვა VHC  (სახლის ვიდეო სისტემა.) გარდა ამისა,  ბაზარს ოთხი იაპონური ბრენდის კამერებიც შეუერთდა.

Sony–ს  არ ჰქონდა  Betamax–ზე  პატენტი (სხვადასხვა წყაროების მიხედვით მათ ან არ სურდათ პატენტის მიღება ან ვერ შეძლეს),  ამიტომ ჯივისი ახალ პროდუქტს თავისუფლად ავრცელებდა. ამან  Betamax–თვის  კრიტიკული პერიოდი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სონიმ ბაზარს ახალი პროდუქტი გაცილებით ადრე შეთავაზა, სხვა კომპანიებს არ გაუჭირდათ მისთვის კონკურენციის გაწევა და მალევე დაეწივნენ სონის გაყიდვების რაოდენობას. მხოლოდ 1 კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც სონიმ ახალი VCR hi-fi  შეთავაზა მომხმარებელს, როცა ჯივისიმ და პანასონიკმა VHC hi-fi  პრეზენტაცია ჩაატარეს.

betamovie1980 წლიდან დაიწყო ფასების ომი. დიდი კონკურენციის გამო Sony  იძულებული გახდა ფასი ჯერ 300$–მდე, ხოლო ბოლოს უკვე 50$–მდე შეემცირებინა. გარდა ამისა,  Betamax–ს  სხვა მარკეტინგული პრობლემებიც შეექმნა. Betamax  ვიდეო კამერის სინონიმად იხმარებოდა. ამის გამო უნივერსალ სტუდიომ და დისნეიმ სონის უჩივლეს, რადგან ისინი აცხადებდნენ, რომ სახლის ვიდეო კამერა– VCR  კინო პროდუსინგის საკუთრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ სონიმ მოახერხა სასამართლოსთვის თავი აერიდებინა, ამ შემთხვევამ პროდუქტზე ცუდად იმოქმედა და 1981 წლიდან  Betamax–მა  პოპულარობის დაკარგვა დაიწყო.

betamax2Betamax  ჩავარდნის პირასაა, მაგრამ Sony  მაინც ამტკიცებს, რომ მათ ხმის და გამოსახულების საუკეთესო ხარისხი აქვთ. კარგი ხარისხის მიუხედავად   Betamax  ბევრი ნაკლიც ჰქონდა: სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეეძლოთ ხანგრძლივი ვიდოების ჩაწერა  Betamax–ის კასეტის ხანგრძლივობა მხოლოდ 1 საათი იყო. მას არც ფილმის და არც ფეხბურთის მატჩის გადაღება შეეძლო. ერთ–ერთმა VHS ფანმა blockinfo.com–ზე დაწერა: „ VHS   წარმატება იმან განაპირობა, რომ მთელი ფილმის ერთ კასეტაზე ჩაწერა შეგიძლია, შეიძლება გამოსახულების ხარისხი და ხმა ისეთი კარგი არაა, როგორიც  Betamax–ის, მაგრამ ეს ვის ადარდებს. უფრო შემაწუხებელი შუა გადაღების შეწყვეტა და კასეტის გამოცვლაა. VHS   იმას გვთავაზობს, რაც მომხმარებელს ჭირდება”.

3 წლის შემდეგ VHS   ბაზრის 95% დაიკავა. 1987  წელს ჟურნალ როლინგ სტოუნმა  Betamax–ზე სტატია დაწერა, სადაც ეწერა „ბრძოლა დამთავრდა“. ასევე ჟურნალი თაიმსი გამოემშვიდობა  Betamax –„ნახვამდის ბეტა“. ამავე სტატიაში ეწერა, რომ  Betamax–ის  კრახი პატენტის არქონამ გამოიწვია. „ Sony  Betamax–ის  ტექნოლოგიის საიდუმლოს თავისთან იტოვებს, მაგრამ იაპონურმა კომპანიებმა ვიდეო კამერის საიდუმლო სხვა ფირმებშიც გაავრცელეს.“ ჯეიმს ლარდნერის მიხედვით 1974 წელს სონიმ ჯივისის და მატსუშიტას  Betamax–ის  პატენტი შეთავაზა, მაგრამ ორივე კომპანიამ წინადადებაზე უარი თქვეს.

2001 წელს  Sony–მ   Betamax–ის  ბოლო პარტია დაახლოებით 3000 მოდელი გამოუშვა, გაყიდვები 2002 წელს იაპონიაში საბოლოოდ დამთავრდა. 22 აგვისტოს სონიმ ოფიციალურად გამოაცხადა  Betamax–ის  წარმოების სამუდამოდ შეწყვეტა. დღეს უკვე VHS  არის საფრთხის ქვეშ, რადგან DVD ფლეიერების განვითარებას შეიძლება დიდი ხანი ვერ გაუძლოს. DVD საბოლოოდ დაამთავრა ომი  Betamax–სა და VHS–ს   შორის, მაგრამ დაიწყო ახალი ბრძოლა VHS–თან.

მიუხედავად ყველაფრისა,  Betamax–ის  კრახით კარგი გაკვეთილი მაინც მიიღეს. სონიმ და 8 მოცილე კომპანიამ საერთო ფორმატი შეიმუშავეს DVD–თვის. ამჯერად სონი თამაშ გარეთ აღარ დარჩება.

რა უნდა ვისწავლოთ ბეტამაქსისგან:

• არ იყო მარტო. ნებისმიერ პროდუქტს ჭირდება კონკურენტი უკეთესად განვითარებისთვის.
• შემოუშვი სხვები. არ აქვს მნიშვნელობა სონიმ აიღო თუ არა პატენტი. ეჭვი არავის ეპარება Betamax გადარჩენის უკეთესი შანსი ექნებოდა თუ კონკურენტები მას იშვილებდნენ.
• შეამცირე დანაკარგი. სონის გადაწყვეტილება VHS  1987  წლამდე იგნორირება იყო უპატიებელი შეცდომა.

სამედიცინო რევოლუცია. საათი, რომელიც დაგიცავთ გულის შეტევისაგან

“ხლოპიების ამხანაგები”, ყველაფერი ერთში წარუმატებელი აღმოჩნდა!