Sony-მ გადაწყვიტა თავისი ვიდეოთამაშის Grand Turismo 7 მანქანები ჩვენთვის უფრო ახლოს გაეცნო და ისინი 20-სართულიან შენობაში, ყველას დასანახად განათავსა. სინგაპურში, DDB-ის, Autobahn Motors-ის და Axis Group Asia-ის და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შეიქმნა კამპანია, სადაც ვიდეოთამაშის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური შენობაა გამოყენებული. მას Ten Square ეწოდება და აქ, GT7-ის მანქანების ნახვას რეალურ ზომებში შეძლებთ. შენობას აქვს სპეციალური ლიფტი, რომელიც შერჩეული მანქანის „ჩამოგდებაზე“ ზრუნავს. გარდა იმ ვიზუალური ეფექტისა, რასაც Ten Square, თავისი მანქანებით დატვირთული სართულებითა და დიდი ეკრანით ახდენს, ადგილზე ტესტ-დრაივიც შესაძლებელია. ვიდეოთამაშის მოყვარულებს საშუალება აქვთ სასურველი მანქანა შეარჩიონ და ვირტუალურ სივრცეში გამოცადონ.











