in

Sony და Honda ელექტომობილების ერთობლივ ბრენდს წარადგენენ!

veon
veon

CES 2023-ზე Sony Honda Mobility (SHM)-მა ახალი ბრენდი AFEELA წარადგინა, რომელიც ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების სრულ სპექტრს მოიცავს.

AFEELA ინტერაქციული ურთიერთობების ჩვენეულ კონცეფციას წარმოადგენს. ადამიანები გრძნობენ ინტერაქციულ მობილურობას, მას კი სენსორული და AI ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლია, დაადგინოს და გაუგოს ინდივიდებს, — აცხადებს იასუჰიდე მიზუნომ, Sony Honda Mobility-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

ბუნებრივია, SHM ამ პროტოტიპის განვითარებას გეგმავს. უკვე იმასაც ამბობს, რომ 2025 წლის დასაწყისში წინასწარი შეკვეთების მიღებას, წლის ბოლოსთვის კი გაყიდვებს დაიწყებს.

პროტოტიპის დიზაინი

მანქანის წინა ნაწილში Media Bar-ია მოთავსებული, რაც მას ადამიანებთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს. მას გარშემომყოფებისთვის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გაზიარებით საკუთარი თავის გამოხატვაც შეუძლია. ინტერაქციული მობილურობის გამოცდილება კი იწყება მანამ, სანამ მომხმარებლები ბორტზე მოხვდებიან. 

რაც შეეხება უშუალოდ პროტოტიპის ინტერიერს, იგი მეტად ნაზი და მომრგვალებული ფორმებით წარმოჩინდება. კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც მოკლებულია ყურადღების გამფანტავ ორნამენტებსა და ფერებს. მთავარი ფოკუსი ადამიანზე კეთდება, რათა უზრუნველყონ მათთვის სასურველი ფუნქციონალობა. 

მომავლის პროდუქტი

Sony-ის სენსორული ტექნოლოგიისა და Honda-ს უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირებით SHM-ს სურს, Autonomous Driving/Advanced Driver Assistance Systems (ADAS)-ის უმაღლეს დონეს მიაღწიოს. კომპანია თანამშრომლობას Qualcomm Technologies-თანაც იწყებს, რათა მომდევნო თაობის მობილურობის გამოცდილებაც გაანალიზონ. SHM-ის თქმით, მოდელს სპეციფიკური პირობებისთვის მესამე დონის ავტონომიური მართვის ფუნქცია აქვს. ამასთან, 2+ დონის ავტონომიურობა ურბანული და სხვა პირობებისთვის.

პროტოტიპი, როგორც მის შიგნით, ისე გარეთ, 45 კამერითა და სენსონით არის აღჭურვილი. მიზნად ვისახავთ, რეალური თუ ვირტუალური სამყაროების ინტეგრაციითა და გართობის ახალი შესაძლებლობების შესწავლით, ისეთი ციფრული ინოვაციების საშუალებით, როგორიცაა მეტავერსი, მობილურობის სივრცე გართობასა და ემოციურ სივრცეში გადავიტანოთ, — აცხადებენ SHM-ში. 

Playmakers – ქართულ კრეატიულ სივრცეში ახალი მოთამაშე გამოჩნდა

3 გზა წარმატების მისაღწევად