in

Sony-მ გეიმერებისთვის ახალი ყურსასმენები, მაუსი და კლავიატურა გამოუშვა

ახლახან სონიმ INZONE-ის სათამაშო აღჭურვილობის განახლების შესახებ გვამცნო, რაც INZONE E9-ის ახალ ყურსასმენებს, INZONE KBD-H75 სათამაშო კლავიატურას, INZONE Mouse-A სათამაშო მაუსს, INZONE Mat-D და Mat-F მაუსის დასაფენებს მოიცავს გეიმერებისთვის. თითოეული მოდელი კი წამყვან კიბერსპორტულ გუნდ Fnatic-თან ერთად განავითარეს. 

INZONE H9 II არის INZONE-ის ფლაგმანი სათამაშო ყურსასმენი, რომელიც მაღალი ხარისხის ხმასა და ხმაურის ჩახშობას გთავაზობთ. მსუბუქია და მიკროფონიც ეხსნება. სპეციალური მიკროფონებით გამოირჩევა, რომლებიც ხმას მკაფიოდ აფიქსირებს და გარე ხმაურს ამცირებს, პროცესში კი ხელოვნურ ინტელექტსაც იხმარებს. მხოლოდ 260 გრამს იწონის, რითაც გრძელვადიანი გამოყენებისთვის იდეალურ ვარიანტად გვევლინება.

ინტენსიური თამაშებისთვის კი გეიმერებს USB-C სისტემას სთავაზობს 2.4 გჰც კავშირით. LE Audio-სა და Bluetooth®-ის დაწყვილებით ერთდროულად თამაში და სმარტფონიდან ზარებისა თუ შეტყობინებების მიღებაც შესაძლებელი ხდება. ბატარეის ხანგრძლივობა 30 საათს აღწევს. ფასი 350 ევროა. 

რაც შეეხება ახალ კაბელურ ყურსასმენებს, ესეც კომპაქტური დიზაინით გამოირჩევა. ხმის იზოლირებასაც გთავაზობთ და ნებისმიერ გარემოში იდეალური გამოსაყენებელია. თანაც 150 ევრო ღირს…

როგორც ვიგებთ, INZONE KBD-H75 სონის პირველი კლავიატურაა, რომელიც სპეციალურად გეიმერებისთვის შეიქმნა. ახალი კომბინაციებით FPS თამაშის გამოცდილებას აუმჯობესებს და იდეალურია ხანგრძლივი სესიებისთვის. უფრო რბილი დაჭერის შესაძლებლობა და მკაფიო ხმა თამაშზე ფოკუსირების საშუალებასაც მოგცემთ. ეს ყველაფერი კი 300 ევრო დაგიჯდებათ.

ახლა მაუსისკენ გადავინაცვლოთ — ულტრამსუბუქ მოწყობილობად აღწერენ, რომლის ბატარეაც 90 საათამდე ძლებს. INZONE-ის ექსკლუზიურად მაღალი ხარისხის სენსორით არის აღჭურვილი და მაქსიმალურ 750 IPS სიჩქარეს გთავაზობთ. თანაც ოპტიკური გადამრთველი სიგნალების გადასაცემად სინათლეს იყენებს, რის შედეგადაც ფიზიკური კონტაქტი აღარ არის საჭირო, ეს კი რეაგირების სიჩქარეს მნიშვნელოვნად ზრდის. 

დაბოლოს, ამგვარ სწრაფ მოწყობილობას კარგი დასაფენიც სჭირდება, ამიტომ სონი INZONE Mat-D-სა და Mat-F-ს გვთავაზობს. ეს უკანასკნელი 6 მილიმეტრია სისქეში და SlimFlex-ის მასალით არის დამზადებული, ხოლო Mat-D 4 მილიმეტრია სისქით და იდეალურია Battle Royale-ის ტიპის თამაშებისთვის. რაც შეეხება ფასებს, INZONE Mat-D 60 ევრო ღირს, ხოლო Mat-F 100. 

გაუგზავნე შენი სახის ფოტო! – შემთხვევითობა, რომელიც ბედნიერ ამბად იქცა

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს – საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია