in

Sony-ს 3D კატა ერთი ეკრანიდან მეორეზე ხტება

Sony-ს ინტერნეტ სერვისის NURO მილიონი ხაზის გამოწერის აღსანიშნავად, კომპანიამ თავისი კატის თილისმა Cross Shinjuku Vision-ის სარეკლამო სივრცეში გადაიტანა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დატვირთული მატარებლის სადგურზე მდებარეობს.

ორი ახლომდებარე LED ეკრანის გამოყენებით, ინტერნეტ სერვისების პროვაიდერმა, Sony Network Communications, 3D ილუზიის მქონე ბილბორდების კონცეფცია გააორმაგა.

ანიმაცია შენობებზე განთავსებულ ორ ბილბორდს გვაჩვენებს, პირველი შენობის ბილბორდზე დაძინებული კატაა, მეორე ბილბორდზე კი გრილზე შემწვარი თევზი.

დაძინებულ კატას ტუნას სუნი აღვიძებს, პოულობს თუ საიდან მოდის ეს არომატი და სურვილის დასაკმაყოფილებლად, ერთი ბილბორდიდან მეორეზე ხტება, იჭერს თევზს და იწყებს ცეკვას.

Sony-ის თქმით, ეს არის პირველი კამპანია, როცა ორი გამოსახულება ერთი თანმიმდევრობით ამოქმედდა.

ოპტიკურ-ილუზიურმა სანახაობამ მაყურებლები მოხიბლა, რაზეც ტიკტოკის ვიდეოც მოწმობს. ვიდეოში Sony-ს რეკლამაა ნაჩვენები და 1.5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

@chacha.san

#新宿の猫

♬ Fresh – Official Sound Studio

ახალი iPad Air, A15 Bionic ჩიპით, გაზაფხულზე გამოვა

„ქოუჩინგი“, ანუ როგორ მართოთ კარიერა დამოუკიდებლად