18
Dec
2019

Sony-მ საკულტო “Last Christmas” 4K ფორმატში გამოუშვა

18 Dec 2019



Sony Music Entertainment-მა ბრიტანული ჯგუფ Wham-ის საკულტო ჰიტი “Last Christmas” 4K-ში გამოუშვა. მუსიკალურ სამყაროში ეს სინგლი დაახლოებით ისეთივეა, როგორც ფილმებში „კუჩხი ბედნიერი“ ან „მარტო სახლში“. ალბათ, ყველაზე ხშირად ნაღიღინები და სოციალურ ქსელში „გაზიარებული“ მელოდიაა. დრო გადის და ეს ჰიტი აქტუალობას არ კარგავს. ახლა კი Sony-მ მას ახალი სიცოცხლე შესძინა – ვიდეორგოლი 4K-ში გამოუშვა, დააკორექტირა ფერები და ვიზუალურად უფრო თანამედროვე გახადა.

 

“Last Christmas”, უმეტესად, ჯორჯ მაიკლის სიმღერა რომ გვგონია და სინამდვილეში Wham-ს, ანუ ჯორჯ მაიკლისა და ენდრიუ რიჯლის დუოს ეკუთნის, პირველად, 35 წლის წინ გამოვიდა. შედარებისთვის, გთავაზობთ სიმღერის ორიგინალ ვიდეოკლიპსაც.

 

განხილვა