The Sony Music Publishing – ამიერიდან ასე ერქმევა კომპანიას, რომელსაც ბოლო 25 წელია, Sony/ATV Music Publishing-ის სახელით ვიცნობდით, იქამდე კი იგივე, The Sony Music Publishing ერქვა.თუმცა, ეს ერთადერთი სიახლე არ არის – ბუნებრივია შეიცვალა ბრენდის იდენტობა და ლოგო.
როგორც კომპანიაში ამბობენ, რებრენდინგის მიზანია, ის პოზიციონირდებოდეს, როგორც „კრეატიული გასართობი კომპანია, სოლიდური ტექნოლოგიური შესაძლებლობებით“. გარდა ამისა, სურდათ, რომ ხმის ჩამწერი სტუდიის ბრენდი, ამ ევოლუციით, მაქსიმალურად მიახლოებოდა თავად Sony-ს ბრენდს.
„ სახელ Sony Music Publishing-ის დაბრუნება ხელახლა გვაკავშირებს ჩვენს მემკვიდრეობასთან და კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს მისიასა და კულტურას Sony Corporation-თან. ჩვენი ახალი ბრენდი გამოხატავს თანამედროვე ხედვას, რომ ვიყოთ იმ მუსიკისა და მუსიკოსების აუთენტური, რომელსაც წარმოვადგენთ“, – ამბობს Sony Music Publishing-ის ხელმძღვანელი ჯონ პლატი.
ნახეთ Sony Music Publishing-ის ძველი და ახალი ლოგოები და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება