Sony-ში სადღესასწაულო განწყობაზე არიან, რადგან PlayStation-ის დომინანტობის სამი ათწლეული სრულდება. ამ ამბავს კი შეზღუდული გამოშვების კოლექციით აღნიშნავენ, რომელიც, ერთი მხრივ, თანამედროვეა, მეორე მხრივ კი, არც რეტროზე ამბობს უარს. PlayStation 30th Anniversary Collection პატივს მიაგებს ბრენდის მოკრძალებულ საწყისებს. აქ PlayStation 5 Pro-სა და PlayStation 5 Digital Edition-ის სპეციალურად შემუშავებულ ვერსიებს ნახავთ.
PlayStation 5 Pro-ში 2 TB SSD და Wi-Fi 7 გვხვდება, როცა Digital Edition-ში 1 TB SSD გვაქვს. კლასიკურ ნაცრისფერში იქნება, რომელიც პირველად 1994 წელს გაგვაცნეს. დიზაინს კი სრულყოფილს PlayStation-ის საკულტო ოთხფერიანი ლოგო ხდის:
ხოლო უნიკალური Xbox-ის ლოგო ახლა კონტროლერის ღილაკებისა და ციფრი 30-ისგან შედგება:
მრავალი აქსესუარიც მოჰყვება, მათ შორისაა DualSense-ისა და DualSense Edge-ის უკაბელო კონტროლერები, დამტენი, კონსოლის დამცავი ქეისი, PlayStation-ის სტიკერი, შეზღუდული გამოცემის პოსტერი და ბრენდირებული ქაღალდის სამაგრი.
„პირველი PlayStation-ის ჩაშვების შემდეგ, 5 საოცარი კონსოლის თაობა გვქონდა. ამაყები ვართ იმ ინოვაციებითა და გამოცდილებებით, რომლებიც PlayStation-ის საზოგადოებას წლების მანძილზე შევთავაზეთ“, — აცხადებს ჰიდეაკი ნიშირო, Sony-დან.
30th Anniversary Limited Edition 12 300 ერთეულ PlayStation 5 Pro Console-ს მოიცავს, რომლებიც გაყიდვაში 21 ნოემბრიდან ჩაეშვება.