in ,

Sony PlayStation 5-ის კონტროლერის ინკლუზიურ დიზაინს გვთავაზობს

Sony ამჯერად PlayStation 5-ის უახლესი აქსესუარის შესახებ გვიმხელს ინფორმაციას. თანაც, გვეუბნება, რომ იმ გეიმერებისთვის, რომელთაც მოტორული უნარები დარღვეული აქვთ, ეს გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება. Project Leonardo განსხვავებულია იმ კონტროლერებისგან, რომლებიც აქამდე გეიმერებს ჰქონიათ — დონატის ფორმის დიზაინი აქვს, მოდულარული ღილაკებით, რომლთა დამატება, გადაწყობა ან მოშორება მომხმარებლებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შეუძლიათ.

BOG
BOG

ღილაკებიც განსხვავებული ფორმებითა და ზომებით არის წარმოდგენილი. პროგრამული რუკები კი საშუალებას გვაძლევს, იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც ჩვეულებრივ ორი ღილაკი სჭირდება, ერთი ღილაკი გამოვიყენოთ. ჯოისტიკი კონტროლერზე ნებისმიერ ადგილზე თავსდება და ასეა კონტროლერის შემთხვევაშიც. 

Sony გვთავაზობს პროდუქტს, რომელიც სრულად ინკლუზიური დიზაინისაა და კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ ამას სხვებიც ცდილობენ. მაგალითად, გასულ წელს Microsoft-მა ინკლუზიური ტექნოლოგიური ლაბორატორია შემოგვთავაზა და პროდუქტების განვითარებისას მთავარი აქცენტიც სწორედ ინკლუზიურ დიზაინზე გააკეთა. 

ეს უკანასკნელი კი იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ფაქტი, რომ მომხმარებლებს განსხვავებული უნარები და საჭიროებები აქვთ, ეს კარგი ბიზნეს ალღოა — სპეციალური საჭიროების მქონე პირები წელში 2 ტრილიონს ხარჯავენ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის გამოვა Project Leonardo ბაზარზე, ამას ჯერ ვერ გეტყვით, რადგან კონტროლერზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. თუმცა მანამდე კომპანია გვპირდება, რომ სიახლეების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად გაგვიზიარებს.

რა ხდება, როცა ხმოვან ასისტენტს არასწორად ესმის მითითება?

Google-ის ბილბორდი Apple-ს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს — რას ეხება ის?