in

Sony PlayStation-ის თამაშებში სუნის დამატებას გეგმავს

CES 2025-ზე სონიმ ახალი სათამაშო სისტემა წარადგინა, რომელიც PlayStation-ის მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, შეიგრძნონ, მაგალითად, როგორი სუნი ტრიალებს The Last of Us-ის თამაშში.

Future Immersive Entertainment Concept (FIEC) შექმნილია იმისათვის, რომ იმერსიული თამაშების საზღვრები გაარღვიოს. კონცეფციის თრეილერშიც გიგანტურ კუბს ვხედავთ, რომელიც მაღალი გარჩევადობის LED ეკრანებით არის აგებული და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ შეაბიჯონ თავიანთ საყვარელ თამაშებში. 

თრეილერში მოთამაშეები The Last of Us-ის პოსტაპოკალიფსურ სამყაროში შედიან და ირგვლივ არსებულ დამპალი სოკოს სუნს გრძნობენ. ამასთან, გაძლიერებულია აუდიო და ვიზუალური მხარეც, რითაც მათ სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობენ. მიუხედავად ამისა, სონის ჯერ არ გაუმხელია ჩვენთვის, რამდენად შორს არის ტექნოლოგია განხორციელებისგან.

შესაძლოა, FIEC-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის სოკოს სუნი კარგი არჩევანი არ გახლავთ, მაგრამ კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქმე ამაში არ არის.. უბრალოდ მიიჩნევენ, რომ სუნი სულაც არ შემატებს თამაშებს განსაკუთრებულ გამოცდილებას. ზოგიც კი ფიქრობს, რომ ეს იმერსიული თამაშებისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

მართალია, FIEC-ის ისტორია PlayStation-ში 4 წლის წინ დაიწყო, მაგრამ იქცევა თუ არა იგი რეალობად, ეს ჯერ კიდევ კითხვით ნიშნის ქვეშაა…

თუ შვებულების მერე მოტივაციას ეძებთ, ამ სტატიას გაეცანით

ქართულმა სტუდია GARNAMATAC-მა Will Smith-ის ახალი კლიპის ანიმაციაზე იმუშავა