Sony-ის სურს, მობილური თამაშების მხარდაჭერა გააფართოოს და მისი ახალი ვაკანსიების თანახმად, კომპანია აპირებს, PlayStation-ის მრავალი განსაკუთრებული ფუნქცია თუ შესაძლევლობა iPhone-სა და iPad-ზე ხელმისაწვდომი გახადოს.
ვაკანსია, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციაში გვარწმუნებს, შემდეგნაირი შინაარსისაა: “მობილური ტელეფონის ხელმძღვანელი, PlayStation Studios, Sony Interactive Entertainment”. მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატი მოიცავს ყველა ასპექტს, კონსოლებიდან და კომპიუტერებიდან, მობილურ და ცოცხალ სერვისებამდე. მთავარი აქცენტი კი, PlayStation-ის ყველაზე პოპულარული ფუნქციების მობილურ ტელეფონებთან ადაპტირებაზე კეთდება.
აღსანიშნავია, რომ PlayStation Mobile საგამომცემლო ეტიკეტი უკვე არსებობს და მოქმედებს. თუმცა, როგორც ჩანს, Sony-ის სურს, მობილური თამაშების კატეგორიის პროგრესი კიდევ უფრო დააჩქაროს და გააფართოოს. მიუხედავად სურვილისა და აქტიური მოქმედებისა, ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს. მაგალითად, Eurogamer იუწყება, რომ ამას მინიმუმ სამიდან ხუთ წლამდე დრო დასჭირდება.













