in

SONY PS5 PRO-ს პირველი პრეზენტაცია – როდის გამოვა და რას უნდა ველოდოთ საკულტო ბრენდისგან

ახლა უკვე ოფიციალურად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ PS5 Pro-ს მალე ვიხილავთ. ინფორმაცია Sony-მ თავად გამოაცხადა გუშინ, 10 სექტემბერს, 9-წუთიანი პრეზენტაციით, სადაც ტექნიკურად მიმოიხილა PS5-ის განახლებები. 

სტრიმს მარკ სერნი, PS5 Pro-ს მთავარი არქიტექტორი უძღვებოდა. მან ისაუბრა ახალი კონსოლის შესრულებაზე, დიზაინზე, ფასსა და გამოშვების თარიღზე. 2024 წლის 7 ნოემბერი ის თარიღია, როცა ახალი PlayStation გამოვა და მისი ღირებულება $699.99 იქნება. 

პრეზენტაციაზე, ასევე, საუბარი იყო PS5 Pro-ს სამ ძირითად განახლებაზე, რომლებსაც უნდა ველოდოთ. ისინი ძირითადად ეხება კორპუსს, სუპერრეზოლუციას და უფრო სწრაფ მეხსიერებას. გარდა ამისა, ახალ სათამაშო კონსოლს ექნება WiFi7-ის მხარდაჭერა, რენდერის გაუმჯობესებული სიჩქარე და მძლავრი პროცესორი. 

SONY მოთამაშეებს საუკეთესო გამოცდილებას ჰპირდება და ამბობს, რომ PlayStation-ის ოჯახში ეს იქნება ყველაზე მოწინავე და ინოვაციური კონსოლი, რომელიც დღემდე შექმნილა. 

წარმოგიდგენთ ძირითად განახლებებს, რომლებიც PS5 Pro-ს დაემატა:

  • განახლებული GPU: 67%-თ  მძლავრი, გრაფიკული პროცესორი, 28%-თ უფრო სწრაფი მეხსიერებით;
  • Advanced Ray Tracing: ახალ დონეზეა სხივების განლაგებაც, რომელიც უზრუნველყოფს სინათლის უფრო დინამიკურ არეკვლასა და გარდატეხას.
  • AI-ზე დაფუძნებული გაფართოება: მას უწოდებენ PlayStation Spectral Super Resolution-ს. ეს ნიშნავს AI-ზე ორიენტირებულ განახლებას, რომელიც იყენებს მანქანურ სწავლაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას, რათა უზრუნველყოს გამოსახულების სუპერმკვეთრი სიცხადე.

თუ მარკ სერნის პრეზენტაციისთვის ჯერ არ გიყურებიათ და მეტის გაგება გსურთ საკულტო კონსოლის PRO ვერსიის შესახებ, შეგიძლიათ, ამ ვიდეოს ჩაუსხდეთ.

Google Chrome 3 ახალი ფუნქციით უმჯობესდება

ძველი ბათუმის ისტორია გრძელდება – NEXT DOWNTOWN