ბავშვობაში თუ ასტრონავტობაზე ოცნებობდით ან კოსმოსური ამბები გიზიდავდათ მაშინ, ეს ამბავი ოცნების ახდენას ჰგავს — Sony Star Sphere-ის პროექტის შესახებ გვიყვება. ტოკიოს უნივერსიტეტსა და JAXA-სთან თანამშრომლობა მას ისეთი თანამგზავრის აშენებისა და გაშვების ფუფუნებას აძლევს, რომლის კონტროლსაც ადამიანები დედამიწაზე, თავიანთი ტელეფონებისა და კომპიუტერების საშუალებით შეძლებენ.
სატელიტი დედამიწის ორბიტაზე 500-600 კილომეტრს შორის მოთავსდება და Sony-ს ფოტოგრაფიული მოწყობილობებით იქნება აღჭურვილი, აქ 135 მმ f/4 ლინზა და სენსორი იგულისხმება. კოსმოსური კამერა დედამიწაზე არსებულ სადგურთან იქნება დაკავშირებული, რათა ნებისმიერ ადამიანს სატელიტისა და მისი პარამეტრების კონტროლის საშუალება მისცეს.
„მომხმარებლებს მისი მართვა 5-8 წუთის განმავლობაში შეეძლებათ და ამ დროში ისინი დააკვირდებიან live სურათებს. ეს მათ კოსმოსთან რეალურ დროში კავშირის ქონის გამოცდილებას მისცემს“, — აცხადებენ სონიში.
შემდეგ კი თქვენს სურათებსაც მიიღებთ, რომლის გამოყენებაში სრულად თავისუფალი ხართ. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ სისტემა საკმაოდ მარტივი იქნება. კოსმოსში რეალურად ყოფნის შეგრძნება კი ის არის, რაც ამ პროექტს განსაკუთრებულს ხდის. მეტიც, იაპონურ სააგენტოს Star Sphere-ის ხელოვნების ჰაბად გადაქცევა სურს, ხელოვანებსა და კრეატორებთან მუშაობა, რომლებიც საზოგადოებისთვის გიდის ფუნქციას შეასრულებენ.
დაბოლოს, Star Sphere იმაზე უფრო დიდი რამის დასაწყისიც შეიძლება იყოს, ვიდრე თავად ფიქრობთ. დიდი ალბათობით, ფუნდამენტურად შეცვლის გზას, რომლითაც ტექნოლოგიასა და ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროსთან ვურთიერთობთ. ეს სამყაროს გამოკვლევის ახალი შანსია და შესანიშნავი გზა კოსმოსში მოსახვედრად.














