CES 2022-ის კონფერენციაზე Sony-მ მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზი გაუკეთა. კომპანიამ Playstation 5-ისთვის VR (ვირტუალური რეალობა) მიმართულების ახალი, მეორე თაობის სათამაშო მოწყობილობის გამოშვება დაანონსა.
ინტერაქტიული თამაშის მოყვარულებს ახალი, გაუმჯობესებული VR კონტროლერებისა და ვირტუალური სათვალის გამოცდა 2022 თებერვლისთვის შეეძლებათ.
გარდა ამისა, Sony მომხარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი კომპიუტერული თამაშის Horizon-ის ახალ ნაწილს Horizon: Call of Mountain-ს გამოუშვებს. მეორე თაობის VR სათამაშო აქსესუარების გამოყენება სწორედ Horizon: Call of Mountain-ზე იქნება შესაძლებელი.













