Sony World Photography Awards-ის ღია კონკურსის გამარჯვებული ფოტოები ცნობილია!
მსოფლიო ფოტოგრაფიის ორგანიზაციამ სულ ახლახან გამოავლინა 2023 წლის Sony World Photography Awards-ის ღია კონკურსის კატეგორიების გამარჯვებულები. 200 000 ფოტოდან მხოლოდ 22 შეირჩა, თანაც, საინტერესო ის არის, რომ მასში მონაწილეობის მიღება როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეეძლოთ.
10 კატეგორია, რომელთა შორისაა Motion, Street Photography, Landscape და Travel, ფოტოგრაფებს თავიანთი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს. საუკეთესო ჯილდო 7 სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფმა მოიპოვა, 15-მდე ფოტო კი თითოეული კატეგორიის შორთლისტში მოექცა. გამორჩეულ ფოტოებს შორისაა ჟენჰუან ჯოუს გოგოსა და ცხენის ფოტო, რომელიც Motion კატეგორიაშია წარმოდგენილი — გვაჩვენებს შესანიშნავ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მოძრაობა უძრავ გამოსახულებად გარდაიქმნას.
იზაბელ ბილდერმანის მკვეთრი, მინიმალისტური სურათი კი დაგარწმუნებთ, რომ შორთლისტშიც გასაოცარი კადრები მოექცა. იგი Landscape კატეგორიაში გვხვდება და ცისა და თოვლის შერწყმას გვიზიარებს.
როგორც ამბობენ, Sony World Photography Awards-ის ახალგაზრდების, პროფესიონალებისა და ღია კონკურსის გამარჯვებულების შესახებ აპრილის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, მანამდე კი ქვემოთ ღია კონკურსის სხვა გამარჯვებული ფოტოების ნახვა შეგიძლიათ. გპირდებით, წინ საოცარ სამყაროში მოგზაურობა გელოდებათ: