in

ნახეთ: Sony World Photography Awards-ის ფინალისტი ფოტოები

პასტელური ჰორიზონტები, მცენარეული სიცოცხლე, ემოციებით სავსე პორტრეტები… ეს მხოლოდ ძალიან მწირი აღწერაა იმ ყველაფრისა, რასაც ფოტოგრაფია გვთავაზობს. ამას ადასტურებს Sony World Photography Awards-ის ფინალისტების ფოტოებიც — თითოეული მათგანი სამყაროს განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენს და ხაზს უსვამს როგორც ეკოლოგიურ, ისე ემოციურ საკითხებს.

ლანდშაფტზე, პორტრეტებსა და არქიტექტურაზე ორიენტირებული კადრები კაცობრიობასა და ბუნებას შორის არსებულ დაძაბულობას ეხმიანება. შეგიძლიათ, ამაში თავად დარწმუნდეთ.

პეიზაჟი — იონას დალი

“ოროგენი” კონტინენტებზე მთების ფორმირების მთავარი მექანიზმია. ჩინელმა ფოტოგრაფმა, იონას დალიმ, წითელი კლდის სისტემები აღბეჭდა, რომლებიც იურული და მესამეული გეოლოგიური პერიოდის განმავლობაში განვითარდა და ჰიმალაის ოროგენეზის დროს ჩამოყალიბდა.

კრეატიული — რაფაელ ნილი

ინგლისელი ფოტოგრაფი რაფაელ ნილი მოზარდების კინემატოგრაფიულ პორტრეტებს პეიზაჟებთან აერთიანებს. დიპტიქები გამსჭვალულია კლიმატის კრიზისის ნარატივებით, რომლებიც ხანძრებსა და წყალდიდობებს მოგვაგონებს. “საშიშროება და სილამაზე ის ორი სიტყვაა, რომელიც გონებაში მიტრიალებს. მინდოდა, დღევანდელი ახალგაზრდების განსხვავებული განწყობა მეჩვენებინა: ზოგი გაბედულად და ძლიერად გამოიყურება, ზოგი კი შეშინებულია”, — ამბობს ნილი.

არქიტექტურა და დიზაინი — სერენა ძენისი

“ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. საგნების გრანდიოზულ სქემაში, ჩვენ უბრალოდ პატარა ობიექტები ვართ და მაინც უამრავი რამ გავაკეთეთ ჩვენი პლანეტის შესაცვლელად. კაცობრიობა წარუშლელ გავლენას ტოვებს დედამიწაზე”, — აღნიშნავს ფოტოგრაფი სერენა ძენისი.

ველური ბუნება — ოჰანა ბაკოვიჩი

რუმინელი ხელოვანი ოანა ბაკოვიჩი ყვავილებისა და მცენარეების ჰიპერრეალისტურ გამოსახულებებს წარმოგვიდგენს. დამაინტრიგებელი პერსპექტივიდან გადაღებული გამოსახულება ყვავილების ფოტოგრაფიაში ახლებურ სიტყვას გვთავაზობს. ერთი შეხედვით პატარა მცენარეები უზარმაზარ გიგანტებად გარდაიქმნება ბოკოვიჩის ფოკუსში…

პეიზაჟი — მაჯიდ ხოჯატი

“მთები, ტყეები, დაბლობები და მოწმენდილი ცისფერი ცა არის ის, რაც გვახსენდება, როდესაც სიტყვა სიცოცხლე გვესმის”,, — ამბობს ირანელი ფოტოგრაფი მაჯიდ ხოჯატი.

მისი სერია სვამს კითხვებს პოსტ-ჭეშმარიტებასა და იდეალიზმზე: სურათებიანი ღია ბარათები გვახსენებს, რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ, უბრალოდ, გამოსახულების ანაბეჭდია.

პეიზაჟი — გარეტ ივან ჯონსი

“ეს პროექტი პანდემიის შედეგად დაიბადა. ჰორიზონტზე ბევრი ბორცვია, სადაც მარტოხელა ხეები დგას. რადგანაც ხახლის გადაღება აღარ შემეძლო, ხეებს მივმართე”, — განმარტავს ფოტოგრაფი.

Nike Bubble Max – ბუშტუკებით შექმნილი კონცეპტი, ღრუბლებზე სიარულის ეფექტით

ოპტიკური ილუზია, რომელსაც სხვადასხვანაირად ვხედავთ