in

Sony-მ წიგნების კითხვა ზღაპრულ პროცესად გადააქცია

Sony-ის მომავლის ტექნოლოგია ახალ გამოწვევას გვთავაზობს  – წავიკითხოთ  ჩვენთვის სასურველი წიგნი კრეატიულად. თითოეული მოვლენა და სურათი გავაცოცხლოთ და კითხვა დავამსგავსოთ ზღაპრულ მოგზაურობას.

BOG
BOG

 

 

ყოველივე ეს  შესაძლებელია Sony–ის ზღაპრული მთხრობელის, The Verge–ის,  საშუალებით. მომავლის ლაბორატორიამ გადაწყვიტა  გაეცოცხლებინა ზღაპარი “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”. პერსონაჟები და ილუსტრაციები წიგნიდან გადმოდიან და ცოცხლდებიან თითის მოძრაობასთან ერთად.

მოწყობილობა გარდაქმნის ნებისმიერ მყარ ზედაპირს  გადიდებულ დისპლეიდ. ტექნოლოგია სენსორებზე მუშაობს და ეყრდნობა 2 ძირითად კომპონენტს:  კამერები, ერთის მხრივ, უზრუნველყოფენ  სივრცის სიღრმეს, Microsoft Kinect-ის მსგავსად, ხოლო რუკაზე აღნიშნავენ ტერიტორიებს და აფიქსირებენ ნახატის ცვლილებებს, სანამ თითი შეხებაშია  ზედაპირთან.

ახალი ტექნოლოგიები ნელ–ნელა ანაცვლებენ ინფორმაციის გადმოცემის უძველეს საშუალებებს, რომლებმაც  საუკუნეებს გაუძლეს.

Persil-ის ახალი კამპანია თანამედროვე ბავშვებისათვის, რომლებიც პატიმრებზე ნაკლებ დროს ატარებენ ეზოში

მეცნიერების აზრი, თუ როგორ შევქმნათ შთამბეჭდავი სატელევიზიო რეკლამა