4
Dec
2019

Sony-ის ხელოვნური ინტელექტი – დრამერი, რომელიც ბიტებს წერს

4 Dec 2019

veon
veon


Sony-მ ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელსაც მუსიკოსებთან კოლაბორაცია და კონკრეტული კომპოზიციისთვის ბიტების დაწერა შეუძლია. „სონის“ მკვლევარები მას AI DrumNet-ს უწოდებენ. მკლვევარების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „დრამერის“ გასაწვრთნელად მათ 665 პოპისა თუ როკის ჟანრის კომპოზიცია, ასევე, ელექტრონული მუსიკა გამოიყენეს. თითოეული კომპოზიცია შეიცავდა ბასებსა და დრამის კომპონენტს.

წვრთნის შემდეგ, AI დრამერმა შეძლო საკუთარი ბიტების დაწერა, მუსიკალური კომპოზიციებისთვის. მისი კონტრიბუციით შექმნილ მუსიკას შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ.

„სონის“ DrumNet შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი დამხმარე მუსიკოსებისთვის, რომლებსაც კოლაბორატორი დრამერის პოვნა უჭირთ, ან ეს მათთვის ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სხვა მხრივ, ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლოა იყოს გზა დრამერებისთვის ახალი შთაგონების საპოვნელად.

განხილვა