დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა სოფი ლორენს საკუთარი შემოქმედების მუზად და შთაგონებად თვლიან. 2015 წლის შემოდგომა დიზაინერებმა ლორენს მიუძღვნეს, სპეციალურად მისთვის დამზადდა ტუჩის საცხის ახალი ხაზი “Sophia Loren №1”.
ტუჩის საცხის ფერი სოფი ლორენმა თვითონ დაამუშავა. რაც შეეხება “Sophia Loren №1”-ის შეფუთვას, პროდუქტი მკაცრი, ოქროსფერი შეფუთვით გაიყიდება და მთავარი შტრიხი, სოფი ლორენის ავტოგრაფი დაამშვენებს.
სიახლის პრეზენტაციასთან ერთად “Dolce & Gabbana”-სთვის კიდევ ერთი მთავარი მოვლენა მოხდა. “Sophia Loren №1”-ის სარეკლამო რგოლში თვითონ სოფი ლორენმა მიიღო მონაწილეობა, რაც ბრენდის ისტორიაში პირველ შემთხვევად დაფიქსირდა.
https://youtu.be/EdeqIsNuFng